რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Tass წერს, რომ დღეს, 12 დეკემბერს, რუსული პროექტი "WikiLeaks 2.0“ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნებს ახალ დოკუმენტებს საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში "ბიოლოგიური იარაღის შემუშავების შესახებ".
"ჩვენს ვებსაიტზე wikileaks.ru წარმოგიდგენთ საქართველოში ლუგარის ცენტრის შესახებ 70 000 დოკუმენტს, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობისა და, ზოგადად, საქართველოს, აშშ-სა და აშშ-ის მიერ კონტროლირებად სხვა ბიოლოგიურ ლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში მდებარეობს“, - თქვა იონოვმა.
მისივე თქმით, მოვლენები, რომლებიც დოკუმენტებში იქნება აღწერილი, 2018-დან 2022 წლამდე პერიოდში მოხდა, მათ შორის კორონავირუსის პანდემიის პიკში.