ადგილობრივი მედიის ცნობით, პლასტიკურ ქირურგიაზე დამოკიდებული სოციალური მედიის ვარსკვლავი "მარია მაგდალინი" ტაილანდში გარდაცვლილი იპოვეს. მოდელი, რომლის ნამდვილი სახელი დენიზ ივონ ჯარვის გონგორაა, სასტუმროს მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.
პოლიციის ცნობით, მისი ცხედარი სასტუმროს თანამშრომლებმა ავტოსადგომზე ადგილობრივი დროით 13:30 საათის შემდეგ იპოვეს.


ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მან სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტო და "ტრუმენის შოუს“ დასკვნითი სცენა გამოაქვეყნა.
მარიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელის სხვა ვარსკვლავებიც გამოეხმაურნენ:
"ნეტავ მეტი დრო დამეთმო შენს გასაცნობად" - დაწერა ერთ-ერთმა მათგანმა.
"შენ ძალიან მხიარული და კრეატიული იყავი. მიყვარხარ... ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. შენ ჩემი სამყარო ხარ. ნეტავ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. მადლობა ყველაფრისთვის".


მარიას სოციალურ ქსელში ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ინფლუენსერმა პოპულარობა პლასტიკური ქირურგიის წყალობით მოიპოვა ცნობილია, რომ მან ამ ოპერაციებში 380 000 დოლარზე მეტი დახარჯა. გარდა ამისა, მარია საკმაოდ ნიჭიერი მხატვარი იყო და "ინსტაგრამზე" თავისი ნამუშევრების ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა.
როგორც ამბობდა, მკაცრ რელიგიურ ოჯახში გაიზარდა. 12 წლის ასაკში ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა, 17 წლისა კი სტრიპტიზიორად მუშაობდა. პირველი კოსმეტიკური პროცედურა 21 წლის ასაკში გაიკეთა, წლების განმავლობაში კი იმიჯი მთლიანად შეიცვალა.