“ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში სუფევს,“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც თურქმენეთის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ერთად გადაღებულ ფოტოს შეეხებოდა.
„ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში სუფევს. აქ სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.
ღონისძიებას, თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.