ავტორი:

“საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს“ - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე

“საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს“ - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე

“საქართველოს პრორუსი მმართველი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირელ და ამერიკელ პარტნიორებს და მეგობრობს ავტოკრატებთან,“ - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზურაბიშვილი აქვეყნებს ფოტოებს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე ფორუმიდან, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც ესწრება.

შეგახსენებთ, ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებიც.