ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში ჩავიდა - ქალაქში, რომლის აღების თაობაზეც ამ ცოტა ხნის პუტინს უპატაკეს

ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში ჩავიდა - ქალაქში, რომლის აღების თაობაზეც ამ ცოტა ხნის პუტინს უპატაკეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელად გამოჩნდა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში, რომლის აღების თაობაზეც ამ ცოტა ხნის წინ აგრესორი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა მოახსენა.

ა.წ. 20 ნოემბერი, გერასიმოვი პუტინს კუპიანსკის აღების თაობაზე უპატაკებს

ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეო, რომელიც ქალაქის შესასვლელთან არის გადაღებული. ვიდეოში მინიმუმ ერთი აფეთქების ხმა ისმის.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ კუპიანსკის მიმართულებით უკრაინული ძალები "მნიშვნელოვან შედეგებს“ მიაღწიეს:

"დღეს კუპიანსკის მიმართულებაზე ვარ. ჩვენი ჯარისკაცები აქ უკრაინისთვის შედეგებს აღწევენ. კუპიანსკის შესახებ ბევრი რუსი საუბრობდა. მადლობა ყველას, ვინც აქ იბრძვის და ვინც ოკუპანტებს ანადგურებს“, - ამბობს ზელენსკიმ.

მისი თქმით, "ფრონტზე შედეგების მიღწევას დიდი მნიშვნელობა აქვს“.

"ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ დიპლომატიურ შედეგებსაც მიაღწიოს. ეს ასე მუშაობს: ქვეყნის შიგნით ძლიერი პოზიციები ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ძლიერ პოზიციებს წარმოადგენს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დღეს ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და კუპიანსკში რუსული ძალები ალყაში მოაქციეს.