ავტორი:

ბრისტოლის მუზეუმიდან 600-ზე მეტი ექსპონატი მოიპარეს - ვრცელდება სავარაუდო მძარცველების ფოტოები

ბრისტოლის მუზეუმიდან 600-ზე მეტი ექსპონატი მოიპარეს - ვრცელდება სავარაუდო მძარცველების ფოტოები

დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, ბრისტოლის მუზეუმის საწყობში მომხდარი ძარცვის შედეგად 600 - ზე მეტი მნიშვნელოვანი კულტურული და მატერიალურ ღირებულებას ნივთი დაიკარგა.

ძარცვა 25 სექტემბრის ღამეს მოხდა, ქურდებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კამბერლენდ-ბეისინის რაიონში მდებარე საწყობიდან სამხედრო რელიკვიები, სამკაულები, ნამარხები, ხელოვნების ნიმუშები და სპილოს ძვლისგან, ბრინჯაოსა და ვერცხლისგან დამზადებული სამკაულები მოიპარეს.

გამომძიებლებმა ოთხი მამაკაცის ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებიც კამერებმა ქურდობის შემდეგ აღნიშნულ რაიონში დააფიქსირეს.

“ბევრი ისეთი საგანია დაკარგული, რომლებიც მნიშვნელოვან კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს, ნივთების დიდი ნაწილი მუზეუმში შემოწირულებების სახით მოხვდა, ეს იმ კოლექციის ნაწილია, რომელიც საშუალებას გვაძლევს უკეთ ჩავწვდეთ ბრიტანეთის ისტორიის რთული ეპოქას - ნამდვილად დიდი დანაკლისია ქალაქისთვის“ განაცხადა ეივონისა და სომერსეტის პოლიციის დეტექტივ-კონსტებლმა დენ ბურგანმა.

პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, გამოეხმაურონ თუ ვინმე ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულ პირებს ამოიცნობს ან ონლაინ - ვაჭრობაში მოპარულ საგნებს შენიშნავს.

წყარო