ავტორი:

იაპონია მეგა მიწისძვრისთვის ემზადება - სპეციალისტების საგანგაშო კვლევა და მეტეოროლოგიური სააგენტოს პასუხი

იაპონია მეგა მიწისძვრისთვის ემზადება - სპეციალისტების საგანგაშო კვლევა და მეტეოროლოგიური სააგენტოს პასუხი

განგაშის საფუძველი უკვე არსებობს, იაპონიაში წელიწადში დაახლოებით 1,500 მიწისქვეშა ბიძგი ფიქსირდება, მათგან მხოლოდ 20 პროცენტი შეადგენს 6.0 ან უფრო მაღალი მაგნიტუდის მიწისძვრებს და უმეტესწილად მასშტაბურ ზიანს არ იწვევენ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, 2011 წლის 9.0 ბალიანი მიწისძვრამ ჩრდილო-აღმოსავლეთის სანაპიროზე მომაკვდინებელი ცუნამის დარტყმა გამოიწვია, რამაც თითქმის 20,000 ადამიანი იმსხვერპლა,

რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრამ ათეულობით ადამიანი დააზიანა, მორიგი მიწისძვრა ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროსთან 19 მილის სიღრმეზე მოხდა, ყოველივე ეს, გახშირებულ მცირე ბიძგებთან ერთად, მიუთითებს, რომ ქვეყანა მძაფრი სეისმურ აქტივობას ფაზაში შედის.

გიგანტურ მიწისძვრები საუკუნეში ერთხელ მაინც ხდება და ხშირად წყვილად, ერთმანეთს მოსდევს. უკანასკნელი ბოლო ორი “მეგამიწისძვრა“ 1944 და 1946 წლებში მოხდა, რაც 2500-ზე მეტი ადამიანის მსხვერპლით და უზარმაზარი ცუნამის ტალღებით დამთავრდა, რომლებიც ჰონსიუს სამხრეთ სანაპიროს დაატყდა თავს.

თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ამჟამად შესაძლოა 1707 წლის მოვლენები განმეორდეს, რა დროსაც ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში სიდიდით მეორე მიწისძვრა მოხდა. ამას სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, “ნანკაის ჭრილის“ სახელით ცნობილი 600 კმ. ნახეთქის წარმოქმნა და ფუძიამას ვულკანის ამოფრქვევა მოჰყვა, რამაც უპრეცედენტო მასშტაბის ნგრევა გამოიწვია.

ექსპერტები თქმით, სამხრეთის დასახლებულ რეგიონში მორიგი დიდი ბზარის გაჩენა ყველაზე უარესი სცენარი იქნება და კიდევ უფრო დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს, “მეგამიწისძვრა“ უზარმაზარი ცუნამის მიზეზიც გახდება, რომლის 20 მეტრზე მეტი სიმაღლის ტალღები ტოკიოს და მის გარშემო პრეფექტურების გარკვეულ ნაწილებს მთლიანად დაანგრევს. წინასწარი შეფასებით მსხვერპლის რაოდენობა დაახლოებით 300,000 ადამიანი იქნება, ხოლო ქვეყანას ტრილიონობით დოლარის ზარალი მიადგება.

საგანგაშო პროგნოზების ფონზე "იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო" ცდილობს მოსახლეობა დაამშვიდოს. მათი ინფორმაციით, "დიდი მიწისძვრის ალბათობა საშუალოზე მაღალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მოხდება".

წყარო