კასპში 18 წლის ზუკა გულაროვს ეძებენ. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ახალგაზრდას მამამ ავთო გულაროვმა დაუდასტურა. როგორც ირკვევა ბიჭი 12 დეკემბერს გამთენიისას გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს. ძებნის სამუშაოებში ჩართული პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახური.
"სტუდენტია, ყველგან ვეძებთ, არსად არ არის ჯერჯერობით. არანაირი პრობლემები არ ჰქონია, ამ წუთასაც ვეძებთ. პოლიცია და სამაშველო ჩვენთან ერთად ეძებს" - გვითხრა ახალგაზრდას მამა.
"მეგობრებო დაგვეხმარეთ, სახლიდან გავიდა და მას მერე ვეძებთ, თუ ვინმემ შეამჩნიეთ დამიკავშირდით ნომერზე 555208518. ძალიან გთხოვთ" - წერენ კასპის ჯგუფში.