ავტორი:

როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული თბილისი - ფოტოები დედაქალაქის სხვადასხვა უბნებიდან

როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული თბილისი - ფოტოები დედაქალაქის სხვადასხვა უბნებიდან

პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. გუშინვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.

  • ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც საახალწლოდ მორთულ თბილისის სხვადასხვა უბნებშია გადაღებული. ფოტოებს კახა კალაძე ავრცელებს.