რუსებმა ოდესის ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მიუხედავად მუდმივი საჰაერო განგაშისა, მაშველებმა სამოქალაქო გემზე გაჩენილი მასშტაბური ხანძარი ჩააქრეს“, - აცხადებს უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური.
რუსული ძალების იერიშების შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.
"მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს, რას აკეთებს ახლა რუსეთი. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ისინი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ტერორის მიზნით დგამენ, ომის დასრულებისკენ მიმართული ნამდვილად არ არის. მათი მიზანი კვლავ ჩვენი სახელმწიფოს განადგურება და ჩვენი ხალხისთვის მაქსიმალური ტანჯვის მიყენებაა. სწორედ ამიტომ გვჭირდება მხარდაჭერა ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და ომის დასრულებით მიზნით, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით და რუსეთზე ზეწოლის გაზრდით. იმისთვის, რათა ჩვენმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს, ჩვენ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ აგრესორზე, რათა მან ის ომი დაასრულოს, რომელიც თავად დაიწყო“, - წერს ზელენსკი X-ზე.
შეგახსენებთ, პარასკევს რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქის ჩერნომორსკის პორტში თურქული კომპანიის სატვირთო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც გემზე ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა.