ავტორი:

უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმდა

უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმდა

უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმებულია.

  • როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, რეისების გაუქმება მოსალოდნელ ძლიერ ქარს უკავშირდება.

მათივე თქმით, გაუქმებულია „თურქიშ ეარლაინის“ 2 და „პეგასუსის“ 1 რეისი.

მათი ცნობით, რეისების გაუქმება მხოლოდ თურქეთის მიმართულებით მოხდა და სხვა მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებული არ არის.