ავტორი:

ქორწილი ვატიკანში და ფიცი ისტორიულ სამლოცველოში - რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ კონორ მაკგრეგორმა რჩეულზე იქორწინა (ფოტოები)

ქორწილი ვატიკანში და ფიცი ისტორიულ სამლოცველოში - რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ კონორ მაკგრეგორმა რჩეულზე იქორწინა (ფოტოები)

ირლანდიელი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი კონორ მაკგრეგორი და მისი დიდი ხნის პარტნიორი, დი დევლინი პარასკევს, ვატიკანში დაქორწინდნენ. TMZ-ის ცნობით, წყვილმა ქორწინების ფიცი კერძო ცერემონიაზე, ვატიკანის კედლებში მდებარე ისტორიულ სამლოცველოში, სანტო სტეფანო დელი აბისინის ეკლესიაში გაცვალა.

37 წლის მაკგრეგორი და 38 წლის დევლინი 2020 წელს დაინიშნნენ.

”ერთად რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიყავით. ვცხოვრობდით ირლანდიაში, ნაქირავებ ბინაში. მაშინ უმუშევარი ვიყავი. მთელ დროს სავარჯიშო დარბაზში ვატარებდი. ამ ხნის მანძილზე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ჩემი სჯეროდა. მან თავისი თავი მომიძღვნა. დამღლელი ვარჯიშებიდან სახლში მოსულს ყოველთვის მეუბნებოდა :”კონორ, არა უშავს, შენ ამას ამას შეძლებ" - ამბობდა მაკგრეგორი მეუღლის შესახებ.

მარტში ირლანდიის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის გამოცხადების შემდეგ, მაკგრეგორმა სექტემბერში თავისი საარჩევნო კამპანია შეაჩერა.

"ეს ადვილი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ამ ეტაპზე სწორია“, - განაცხადა მან.

2024 წლის ნოემბერში დუბლინის სამოქალაქო ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ქალის - ნიკიტა ჰენდის - მიმართ სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურებისთვის. მაკგრეგორმა ბრალდება უარყო და სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

2025 წლის ივლისში ირლანდიის სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი ყველა საფუძვლით უარყო და თავდაპირველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

წყარო