ავტორი:

60 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი პიტერ გრინი

60 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი პიტერ გრინი

ამერიკელი მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, ის საკუთარ ბინაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზს სასამართლო ექსპერტიზა დაადგენს.

გრინის გარდაცვალებას თავისი მენეჯერი, გრეგ ედვარდსი გამოეხმაურა:

"ის შესანიშნავი ადამიანი იყო. ჭეშმარიტად ჩვენი თაობის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი. მენატრება. ის ჩემი შესანიშნავი მეგობარი იყო. ბევრ საოცარ მსახიობთან და რეჟისორთან ერთად მუშაობდა."

ცნობილი ფაქტია, რომ მსახიობი წლების განმავლობაში ებრძოდა ნარკოდამოკიდებულებას. 1996 წლის მარტში, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, განკურნება გადაწყვიტა.

გრინი 1965 წლის 8 ოქტომბერს ნიუ ჯერსის ქალაქ მონკლერში დაიბადა. სამსახიობო კარიერა მან 20 წლის ასაკში დაიწყო. გრინს მონაწილეობა აქვს მიღებული კვენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმში „მაკულატურა“ და ჩაკ რასელის ფილმ „ნიღაბში“, სადაც პარტნიორობას ჯიმ კერი უწევდა.

წყარო