ავტორი:

მალე დედამიწას მეტეორების ნაკადი ჩაუვლის: როგორ შეძლებენ ჯემინიდების დანახვას - "უმჯობესია აირჩიოთ რაც შეიძლება ბნელი, ღია ადგილი"

მალე დედამიწას მეტეორების ნაკადი ჩაუვლის: როგორ შეძლებენ ჯემინიდების დანახვას - "უმჯობესია აირჩიოთ რაც შეიძლება ბნელი, ღია ადგილი"

მალე წლის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ასტრონომიული ფენომენის მოწმენი გავხდებით. ჯემინიდების ნაკადი, რომელსაც მეტეორთა წვიმას უწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასტრონომიული მოვლენაა.

  • წლევანდელი მეტეორული წვიმა 4-დან 20 დეკემბრამდე იქნება ხილული, თუმცა პიკს 13-დან 14 დეკემბრის ჩათვლით შუაღამისას მიაღწევს. მეტეორული წვიმა უფრო კაშკაშა იქნება დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, თუმცა მისი დანახვა სამხრეთ ნახევარსფეროშიც იქნება შესაძლებელი.

ჯემინიდებმა სახელი tyupebis (Gemini) თანავარსკვლავედიდან მიიღეს, რადგან მეტეორები, როგორც ჩანს, ცის ამ წერტილიდან მოდიან. მათ დასანახად სპეციალური აღჭურვილობა არ არის საჭირო; პირიქით, შესაძლოა, შეუიარაღებელი თვალით შემჩნევა კიდევ უფრო ადვილი იყოს.

უმჯობესია აირჩიოთ რაც შეიძლება ბნელი, ღია ადგილი. იმისათვის, რომ თვალები უფრო სწრაფად შეაგუოთ სიბნელეს, მოერიდეთ ტელეფონში ყურებას.

„ეს მეტეორული წვიმა უბრალოდ ულამაზესი ღამის ციური ფენომენია. თუ პირველად ტყუპების თანავარსკვლავედს იპოვით, მეტეორული წვიმის შემჩნევა ადვილი იქნება“ - ამბობს დიდი ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მკვლევარი, დოქტორი მინჯე კიმი.

მეტეორული წვიმა ხდება მაშინ, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში უკიდურესად მაღალი სიჩქარით, პარალელური ტრაექტორიით შემოიჭრება კოსმოსური ნარჩენები - მეტეორიდები. მათი უმეტესობა ქვიშის მარცვალზე პატარაა და შესაბამისად, ყველა მათგანი ატოსფეროში შემოსვლისას იწვება, რაც დედამიწიდან კაშკაშა ნათების სახით ჩანს.

წყარო