თბილისში ევროკავშირის საელჩოსთან ქალების აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
აქციის მონაწილეები, შემდგომ მსვლელობით ფილარმონიასთან წავლენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან, რომლებთან ერთადაც შემდეგ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ.
ფოტოები: გიორგი ნიკოლიშვილი, ინტერპრესნიუსი


