"საბავშვო ევროვიზია 2025"-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა, რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელს, ანიტა აბგარიანი მესამე ადგილზე გავიდა.
სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ „ქენდის“ ერთ-ერთი მონაწილეა (ჯგუფმა „ქენდიმ“ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება 2011 წელს მოუტანა).
2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში ევროპის 18 ქვეყანა მონაწილეობდა.