ავტორი:

ძლიერმა ქარმა ხაშურში და კახეთში სახლებს სახურავები ახადა, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები: ამოქმედდა ცხელი ხაზი (ფოტო)

ძლიერმა ქარმა ხაშურში და კახეთში სახლებს სახურავები ახადა, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები: ამოქმედდა ცხელი ხაზი (ფოტო)

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე ლოკაციაზე წაიქცა ხეები.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამოქმედდა ცხელი ხაზი:

“მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური და უწყებები. მოქალაქეთა ოპერატიული დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 0368 24 15 02.

რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთშიც.

გვიან ღამით ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონში რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. ქარმა თელავში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

ძლიერი ქარის შედეგად ასევე მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, სპეციალური კომისია მუშაობს და ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით დაეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას.

რეგიონში ამ დრომდე უამინდობაა.

ფოტო: ხაშური ჩემი ქალაქია