ავსტრალიაში, ბონდი ბიჩის სანაპიროზე სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი სამხრეთ უელსის პრემიერმა, კრის მინსმა დაადასტურა, რომ დაღუპული 12 პირიდან ერთ-ერთი თავდამსხმელია, მეორე ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.

პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს სულ მცირე 29 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილია 2 ოფიცერიც.
პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის განცხადებით, მომხდარი შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელია.

ავსტრალიელ ებრაელთა აღმასრულებელი საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს რივჩინმა, Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სროლა ებრაული ზამთრის ფესტივალის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა.

„თუ ჩვენ განზრახ გავხდით ამ გზით სამიზნე, ეს ისეთი მასშტაბისაა, როგორსაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა. ეს საშინელებაა“, - აღნიშნა ალექს რივჩინმა.
ამასთან, ადგილობრივი პოლიციის თქმით, ჯერ კიდევ უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ხანუქას დღესასწაულს.
მისი თქმით, ავსტრალიის მთავრობამ უამრავი გამაფრთხილებელი ნიშანი მიიღო და „გონს უნდა მოეგოს“.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდი - ბიჩის სანაპიროზე სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.