ავტორი:

აქციაზე დაკავებული მინდია შერვაშიძე ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს (ვიდეო)

აქციაზე დაკავებული მინდია შერვაშიძე ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს (ვიდეო)

აქციაზე დაკავებული მინდია შერვაშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს.

ვიდეოს “ტელეკომპანია პირველი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს დააკავეს 1 აგვისტოს ინციდენტის გამო - მათ აქციაზე დანით მისულ ბექა გოცირიძეზე, ხელისუფლების მხარდამჭერსა და ყოფილ ფეხბურთელზე, თავდასხმას ედავებიან, თავად კი მიიჩნევენ, რომ ეს პროვოკაცია იყო.

მინდიასა და თორნიკეს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით ედებათ.

შერვაშიძის ძმა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.