ავტორი:

“ამერიკელებმა არა მხოლოდ იციან, არამედ ესმით ჩვენი პოზიცია ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით“ - ვლადიმერ პუტინის თანაშემწე

“ამერიკელებმა არა მხოლოდ იციან, არამედ ესმით ჩვენი პოზიცია ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით“ - ვლადიმერ პუტინის თანაშემწე

“აშშ-ს ესმის რუსეთის პოზიცია ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ზოგადად, ტერიტორიების საკითხი აქტიურად განიხილებოდა აქ, მოსკოვში და ამერიკელებმა არა მხოლოდ იციან, არამედ ესმით ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, ეეჭვება, რომ ევროპასთან და უკრაინასთან აშშ-ის კონსულტაციების შემდეგ სამშვიდობო გეგმაში რაიმე კარგი დაემატოს.

„არ ვიცი, ამ კონსულტაციების შემდეგ რას მიიღებენ ქაღალდზე. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე კარგი იყოს“, - აღნიშნა უშაკოვმა და დასძინა, რომ თუ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გეგმაში მიუღებელი დებულებები დაემატება, მოსკოვი მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავს.