“სიდნეიში, ხანუქას აღსანიშნავად შეკრებილ ოჯახებზე ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმა მოხდა“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საფრანგეთი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულებს, დაშავებულებს და მათ ახლობლებს.
„ვიზიარებთ ავსტრალიელი ხალხის ტკივილს და დაუნდობლად გავაგრძელებთ ბრძოლას ანტისემიტური სიძულვილის წინააღმდეგ, რომელიც ყველას გვაზიანებს“, - აცხადებს მაკრონი.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდი-ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 ადამიანი. თავდასხმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.
იხილეთ ასევე: