“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, ამერიკის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც უსაფრთხოების გარანტიას, მხარი არ დაუჭირა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის სურვილი თავიდანვე იყო ნატო-ში გაწევრიანება. ზელენსკის განმარტებით, ეს უსაფრთხოების რეალური გარანტიები იყო.
„ზოგიერთმა პარტნიორმა, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროპამ, არ დაუჭირა მხარი ამ მიდგომას. ამიტომ, დღეს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები - კერძოდ, მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები შეერთებული შტატებისგან და უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, ასევე სხვა ქვეყნებისგან, როგორიცაა კანადა, იაპონია და ა.შ. - ეს უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ თავიდან ავიცილოთ რუსული აგრესიის კიდევ ერთი ტალღა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის მხრიდან ეს უკვე კომპრომისია.