ავტორი:

"არ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდხანს დავრჩები MMA-ში, კრივში გადავალ და კიდევ ბევრს გავაოცებ".- ილია თოფურია სამომავლო გეგმებზე საუბრობს

"არ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდხანს დავრჩები MMA-ში, კრივში გადავალ და კიდევ ბევრს გავაოცებ".- ილია თოფურია სამომავლო გეგმებზე საუბრობს

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ გასულ შაბათს MARCA Leyenda-ს ჯილდო მიიღო, რაც მისი სპორტული კარიერის მასშტაბის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. Marca-მ ილიასთან ინტერვიუ ჩაწერა და გამოცემის ერთ-ერთი კითხვაა შეეხებოდა იმას, თუ რამდენ ხანში აპირებს ილია UFC-ის დატოვებას.

  • - გესმით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ, რომ მალე გადაწყვეტთ პენსიაზე გასვლას - მიმართა თოფურიას ჟურნალისტმა, რაზეც ილიას პასუხი ასეთი იყო.

"ეშინიათ, რომ პენსიაზე გავალ? ვნახოთ, ვფიქრობ ეს ასე ხდება ბევრი სპორტსმენის შემთხვევაში. მაგალითად, რაფა ნადალის შემთხვევაშიც დაგვემართა ასეთი რამ, გვინდოდა, რომ პენსიაზე არასდროს გასულიყო, მაგრამ დგება დრო, როცა ეს უნდა გააკეთო.

იცით, მესმის, ბევრი ადამიანია, ვისაც არ სურს, რომ სპორტს თავი დავანებო, ვისაც შეუძლია ყოველთვის, შაბათ საღამოს ტელევიზორის წინ, ან მოგზაურობისას ჩემი ბრძოლების ყურება, მაგრამ საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ სპორტში ყველას გვაქვს ვადის ამოწურვის თარიღი და ჩემიც აუცილებლად მოვა

ხანდახან მიფიქრია ამაზე - როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, როცა სპორტიდან პენსიაზე გასვლა მომიწევს, როცა აღარ მექნება ეს რუტინა - დილით ადგომა, ვარჯიში, დიეტა. და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება პრიორიტეტს სპორტს მივანიჭებ და ყოველთვის ვიზრუნებ ჩემს სხეულზე და ჯანმრთელობაზე, ეს რუტინა ასეთი არარ იქნება. ჩემი მიზანი აღარ იქნება, რომ საკუთარ თავს ვაჯობო, რომ რეკორდები მოვხსნა, მე სხვა მიდგომა მექნება".

  • ჟურნალისტმა ასევე ილია თოფურიას ჰკითხა კრივში სამომავლო გეგმებზე.

ილია თოფურია:

"საიდუმლო არ არის, რომ ყოველთვის მინდოდა ჩემი უნარების გამოცდა კრივში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის, რასაც ყოველთვის ვიყენებდი ჩემს ცხოვრებაში, არის ის, რომ ვისაც ორ კურდღელზე ნადირობა სურს, საბოლოოდ ვერ ნადირობს. ამიტომ მინდა ჯერ დავასრულო ჩემი ისტორია შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში, MMA-ში და როგორც კი დავასრულებ, სრულად გადავიდე კრივზე, რადგან არ შემიძლია MMA ბრძოლისთვის მოვემზადო, შემდეგ წავიდე, მოვემზადო კრივის მატჩისთვის, დავბრუნდე.

ვფიქრობ, ეს არ იქნება პროფესიონალური, არა? რადგან კრივს სჭირდება სრულიად განსხვავებული მიდგომა, ძალიან, ძალიან, ძალიან განსხვავებული ვარჯიში.

არ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდხანს დავრჩები (MMA-ში), კრივზე გადავალ და კიდევ ბევრს გავაოცებ".

წყარო

ნახეთ ასევე:

"ჯორჯინა განქორწინებას და ქონების ნახევარს ითხოვს - ეს ილიასთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა იქნება" - ჩემპიონის გამოწვევა ბრძოლის წინ: რას წერს მედია