ავტორი:

"არსად არასდროს არ მომიყოლია... ბევრმა არ იცის, რომ სახლში ხელით დამყავდა" - რას ჰყვება ზურა ხაჩიძე ხათუნა ჟორდანიაზე

"არსად არასდროს არ მომიყოლია... ბევრმა არ იცის, რომ სახლში ხელით დამყავდა" - რას ჰყვება ზურა ხაჩიძე ხათუნა ჟორდანიაზე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ხათუნა ჟორდანიასთან ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობს და იმ სირთულეებს იხსენებს, რომელიც გადაიტანეს მაშინ, როცა ხათუნა ჟორდანია სიმსივნეს ებრძოდა.

  • ამ თემაზე ხაჩიძემ Youtube-ზე ერთ-ერთ პოდკასტში, "ეპიზოდი" ისაუბრა. მისი თქმით, ამ პერიოდში მათი ოჯახი კიდევ უფრო გაერთიანდა.

"ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას მოგიყვებით, რომელიც არსად არასდროს არ მომიყოლია და მითუმეტეს გითხარით, რომ დიდი ხანია ინტერვიუ არ მიმიცია. ხათუნა რომ დამძიმდა ძალიან, ფეხზეც ვერ დადიოდა, ეს ძალიან კარგად იცის ჩვენმა სამეგობრომ. ფეხზე ვერ დადიოდა. ბევრმა არ იცის, რომ სახლში ხელით დამყავდა, ვერ დადიოდა უბრალოდ ერთი ადგილიდან მეორემდე, აბაზანაში თუ ა.შ.

  • საავადმყოფოში ერთ-ერთი წაყვანისას გამოვედით სახლიდან, ჩავდივართ კიბეებზე, დაუცდა ფეხი და ხელი არ მაქვს ამ დროს მოკიდებული, დავარდა მუხლებით...

მოვკიდე ხელი და წამოვაყენე და ... სულ სხვა სიყვარული დაიწყო ამის მერე კიდევ. ხათუნას დაავადებამ უფრო მეტად შემაყვარა ხათუნა, პირდაპირ გეტყვით რომ ბევრი აღარ ვილაპარაკო და არ შევაცოდო.

აქვე იმასაც ვიტყვი რომ თუ ძალას იპოვით, თუ გზას იპოვით უფალთან და სწორად მიუდგებით ამ დაავადებას, ყველაფერს დაამარცხებთ", - ამბობს ზურა ხაჩიძე.