ავტორი:

"შავ პარასკევის" ციფრული რბოლა - "ალპაკას" ქეისი

"შავ პარასკევის" ციფრული რბოლა - "ალპაკას" ქეისი

ნოემბრის „შავი პარასკევი“ ელექტრონული კომერციისთვის წლის მთავარი გამოცდაა, სადაც ბრენდები მომხმარებლის ყურადღებისთვის იბრძვიან. “შავი პარასკევის” აქციის შედეგების შეჯამებისას გამოიკვეთა, რომ SEO სააგენტო „ალპაკამ“ თავის პარტნიორ კომპანიებს Google-ის საძიებო სისტემაში უპირობო ლიდერობა მოუტანა.

ეს წარმატება არ ყოფილა სპონტანური. სააგენტოს გუნდმა მუშაობა თვეებით ადრე, შემოდგომის დადგომამდე დაიწყო. სტრატეგიული გათვლები, მონაცემთა დამუშავება და წინასწარ გაწერილი გეგმა - ეს ის ფუნდამენტია, რომელზეც კამპანიის წარმატება აიგო.

შედეგები და სტატისტიკა

„ალპაკას“ პორტფოლიოში შემავალმა ბრენდებმა (Alta, Nova, PSP, Karcher, Beard.ge, Dressup.ge, Agrosphere) საძიებო სისტემის მოწინავე პოზიციები სრულად დაიკავეს.

საკვანძო სიტყვაზე „შავი პარასკევი“, Google-ის ტოპ-ათეული თითქმის მთლიანად სააგენტოს პარტნიორებმა გაინაწილეს:

  • პირველ და მეორე ადგილებს იკავებენ Alta და Nova;
  • მათ მოსდევთ PSP (#5), Beard.ge (#6), Karcher Georgia (#7) და Dressup.ge (#8);
  • რეიტინგში ასევე მოხვდა Commersant.ge (მე-3 და მე-9 პოზიციებზე), სადაც „ალპაკას“ მიერ გავრცელებული პიარ-სტატიები იძებნებოდა.

კიდევ უფრო შთამბეჭდავი სურათია საძიებო ფრაზაზე „შავი პარასკევი 2025“, სადაც პირველი ათეულის 50% სწორედ აღნიშნულ კომპანიებს ეკუთვნით. კომერციულ მოთხოვნებზე - „შავი პარასკევი აქცია“ და „ფასდაკლებები“ — ლიდერობა კვლავ ალტამ, კერხერმა, ნოვამ და აგროსფერომ შეინარჩუნეს.

აღსანიშნავია კომპანია „ალტას“ რეკორდული მაჩვენებელი: კამპანიის ფარგლებში ვებგვერდზე დაფიქსირდა ორგანული ტრაფიკის ისტორიული მაქსიმუმი (All Time High).

წარმატების წინაპირობა

სააგენტოს წარმომადგენლების განმარტებით, მსგავსი შედეგის მიღწევა კომპლექსურმა მუშაობამ განაპირობა. პროცესი მოიცავდა ვებსაიტების ტექნიკურ ოპტიმიზაციას, კონტენტის გამართვასა და ბექლინკების სტრატეგიის ეფექტურ მართვას.

თუმცა, ტექნიკურ მხარესთან ერთად, გადამწყვეტი აღმოჩნდა დამკვეთების ნდობა. პარტნიორებმა სააგენტოს მისცეს სრული ოპერაციული თავისუფლება და დროულად მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია.

რა იქნება ახალ წელს?

„შავი პარასკევის“ ციებ-ცხელება დასრულებულია, თუმცა წინ კიდევ უფრო მასშტაბური - საახალწლო პერიოდი გველის. გამოცდილება აჩვენებს, რომ Google-ში პოზიციების გასამყარებლად ადრეული მომზადება აუცილებელია.

მათთვის, ვისაც სურს, რომ ახალ წელს საძიებო სისტემის პირველ გვერდზე შეხვდეს და კონკურენტებს გაუსწროს, „ალპაკა“ თანამშრომლობისთვის მზადაა. დრო არ იცდის — სტრატეგიის დაგეგმვა დღესვე უნდა დაიწყოს.

R