ავტორი:

კოლუმბიაში მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ხევში გადავარდა - დაიღუპა 17 ადამიანი, დაშავდა 20

კოლუმბიაში მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ხევში გადავარდა - დაიღუპა 17 ადამიანი, დაშავდა 20

კოლუმბიაში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ავტობუსი სკოლის ექსკურსიის შემდეგ კარიბის ზღვის ქალაქ ტოლუდან მედელინში მიემგზავრებოდა და მას ანტიოკენიოს რეგიონის სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა.

მოსწავლეები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ.