მაღალი არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტერინი, გულის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი - ეს იმ რისკფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რამაც შეიძლება ინსულტის განვითარება გამოიწვიოს.
ინსულტი ვითარდება თავის ტვინის ნაწილში იშემიის (სისხლის არასაკმარისი მიწოდების) ან თავის ტვინში ჰემორაგიის გამო ტვინის უჯრედების კვდომის შედეგად. შედეგად ფერხდება ან სრულად ქრება ტვინის დაზიანებული უბნის მიერ კონტროლირებადი ფუნქციები, როგორიცაა მოძრაობა, მგრძნობელობა ან ემოციები, ხოლო შეზღუდვის ხარისხი დაზიანების ლოკაციასა და გავრცელებაზეა დამოკიდებული.
თანამედროვე მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება და ინსულტის დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის კუთხით ტექნოლოგიური პროგრესი უკვე საშუალებას იძლევა, დროულად და ზუსტად იდენტიფიცირდეს დაზიანება. რა უნდა ვიცოდეთ დაავადების სპეციფიკაზე, მის რისკფაქტორებზე, დროულ დიაგნოსტიკასა და პრევენციაზე, დეტალურად საუბრობს თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის ნევროლოგი ზიზი კვარაცხელია:
ინსულტი არის თავის ტვინის მწვავე სისხლძარღვოვანი დაზიანება, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინის რომელიმე უბანში მოულოდნელად ირღვევა სისხლის მიმოქცევა ან სისხლძარღვის დახშობის, ან მისი გასკდომის შედეგად. ამის გამო ტვინის უჯრედები ვერ იღებს საკმარის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს, რაც მათ სწრაფ დაზიანებას ან დაღუპვას იწვევს.
ინსულტი რამდენიმე ძირითად ფორმად იყოფა:
იშემიური ინსულტი - ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ინსულტების დაახლოებით 80–85%-ს შეადგენს. ვითარდება მაშინ, როდესაც თავის ტვინის მომმარაგებელი არტერია იხშობა თრომბით ან ემბოლით, რის შედეგადაც ირღვევა სისხლის მიწოდება ტვინის კონკრეტულ უბანში.
ჰემორაგიული ინსულტი - ვითარდება თავის ტვინის სისხლძარღვის გასკდომის შედეგად, რაც იწვევს სისხლჩაქცევას ტვინის ქსოვილში ან მის გარშემო.
გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA) - გარდამავალი იშემიური შეტევა ინსულტის მსგავს სიმპტომებს იწვევს,თუმცა სხვა ფორმებისგან განსხვავებით ხანმოკლეა - ის შესაძლოა რამდენიმე წუთი ან მაქსიმუმ 24 საათი გაგრძელდეს.
ინსულტის დიდი ნაწილი დაკავშირებულია მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებთან ანუ იმ მიზეზებთან, რომელთა კონტროლი და მართვა შესაძლებელია.
აღნიშნული მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები:
რაც შეეხება არამოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებს, რომლის კონტროლი და მართვაც პაციენტის ცხოვრების წესსა და ზოგად ჯანმრთელობაზე არ არის დამოკიდებული, შემდეგია:
მნიშვნელოვანია, საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული აღნიშნული ფაქტორების შესახებ, რაც მაღალი ცნობიერება პრევენციაში წამყვან როლს ასრულებს.
ინსულტის პრევენცია დღეს მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შედეგიანი მიმართულებაა, რადგან შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც თავიდან აცილებადია. პრევენცია მოიცავს როგორც ცხოვრების წესის ცვლილებას, ასევე დროულ დიაგნოსტიკასა და რისკ-ფაქტორების მართვას. დროული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, რისკი მნიშვნელოვნად შემცირდეს.
პაციენტმა პერიოდულად უნდა ჩაიტაროს:
საბოლოოდ, ინსულტის პრევენცია არის კომპლექსური, მაგრამ ძალიან ეფექტური პროცესი - მასში შედის ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და რეგულარული სამედიცინო მონიტორინგი. სწორ მიდგომას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს როგორც პირველი, ასევე განმეორებითი ინსულტის რისკი.
ინსულტის ამოცნობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გავრცელებული მეთოდია ე.წ FAST, რომელიც მარტივი, გასაგები და დასამახსოვრებელია ყველასთვის და რაც მთავარია, პრაქტიკულად გამოყენება სახლის პირობებშიც კი.
განვმარტოთ აბრევიატურა:
F – Face - სახის ასიმეტრია
A – Arm - ერთ ხელში სისუსტე
S – Speech - გაუგებარი მეტყველება
T – Time – სწორედ სიმპტომის დაწყების დრო განსაზღვრავს მკურნალობის შესაძლებლობას.
სხვა დამატებითი ნიშნებია: უეცარი ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება, ბალანსის მოშლა, ცნობიერების ცვლილება.
როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი ან ახლობელი: დაუყოვნებლივ უნდა დავრეკოთ 112-ზე. რაც უფრო მალე ხდება პაციენტის გადაყვანას კლინიკაში, მით მეტია ნეირონების გადარჩენის შანსი და მით ნაკლებია ინვალიდობის ან სიკვდილის რისკი.

მსოფლიოში ინსულტის დიაგნოსტიკის თანამედროვე სტანდარტი მოიცავს ისეთ სწრაფ და მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკურ კვლევებს. დეტალურად განვმარტოთ, რა კვლევებია და რომელი მათგანი რა სახის პათოლოგიის გამოსავლენად გამოიყენება:
ჩამოთვლილთაგან ძირითადი კვლევები (CT, CTA, MRI) საქართველოში ფართოდ არის ხელმისაწვდომი, თუმცა უფრო მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები და მათ შორის პერფუზიის კვლევები და სრული ენდოვასკულარული დიაგნოსტიკა დანერგილია თოდუას კლინიკაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე და ტექნოლოგიურად აღჭურვილი ცენტრია.
მაღალტექნოლოგიური კვლევები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ინსულტის მართვას: ის საშუალებას გვაძლევს, სწრაფად განვასხვაოთ იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი, გამოვავლინოთ სისხლძარღვების ოკლუზია და „გადარჩენის ზონა“ - ქსოვილი, რომლის გადარჩენა შესაძლებელია დროული მკურნალობით.
თრომბოლიზისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც თავის ტვინის სისხლძარღვებში ჩაჭედილი თრომბი იშლება. თრომბოლიზისით სისხლძარღვის რეკანალიზება ხდება, ანუ ხელს უწყობს თავის ტვინის დაზიანებულ უბანში სისხლის მიმოქცევის აღდგენას. ინტერვენციული ანგიოგრაფია და ენდოვასკულარული თრომბექტომია კი მნიშვნელოვანია მსხვილი არტერიული ოკლუზიის მკურნალობაში და მნიშვნელოვნად ამცირებს ინვალიდობას.
ეს ტექნოლოგიები ერთად უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკას, მკურნალობის დროულობას და საბოლოო ნევროლოგიური შედეგების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
ინსულტი არის გადაუდებელი მდგომარეობა და ყოველი დაკარგული წუთი ტვინის უჯრედების დაკარგვას ნიშნავს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს ინსულტის ძირითადი სიმპტომები და მათი აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ გამოიძახოს სასწრაფო დახმარება. ასევე მნიშვნელოვანია გააზრება, რომ ინსულტი დიდწილად პრევენცირებადია და არტერიული წნევის კონტროლი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დროული სამედიცინო შემოწმება მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს. ცნობიერება, სწრაფი რეაგირება და პრევენცია - ეს არის სიცოცხლისა და სრულყოფილი ცხოვრების შენარჩუნების მთავარი გზა.
R