ავტორი:

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა , რომელიც ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებდა: რა დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა , რომელიც ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებდა: რა დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.