ავსტრალიაში, ბონდის პლაჟზე, ებრაული თემის წინააღმდეგ განხორციელებულ სროლას ბოლო მონაცემებით 16 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაიჭრა. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელია.
ახალი სამხრეთ უელსის პრემიერ-მინისტრმა კრის მინსმა დაადასტურა რომ დაღუპულთა ასაკი 10-დან 87 წლამდე მერყეობს. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია დაღუპულთა ნაწილი, რომლის შესახებაც მედია წერს.

დაღუპულთა შორის, ერთ-ერთი 10 წლის მატილდაა. გარდაცვლილი გოგონას დედამ Guardian Australia-ს მისი ქალიშვილის ფოტოს გამოქვეყნების ნებართვა მისცა.
"ჩემს ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩემი საყვარელი დისშვილი, მატილდა, ბონდის სანაპიროზე ტერორისტული თავდასხმის დროს დაიღუპა. არ ვიცი, როგორ გადავიტანეთ ასეთი მწუხარება“, - დაწერა მატილდას დეიდამ სოციალურ ქსელში.
დაჭრილი მატილდა კვირას ღამით სიდნეის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

პიტერ მიგერი, ასევე ცნობილი როგორც “მარზო“, დიდი ხნის განმავლობაში რენდვიკის რაგბის კლუბის მოხალისე წევრი იყო. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეგერი ღონისძიებაზე ფრილანსერ ფოტოგრაფად მუშაობდა და მის გარდაცვალებას "კატასტროფული შემთხვევა“ უწოდა.
ტიბორ ვეიცენის შვილიშვილმა, მენდი ამზალაკმა, "ავსტრალიურ“ გაზეთს განუცხადა, რომ მისი ბაბუა "სიცოცხლით, სიხარულით, ღიმილითა და სიცილით სავსე კაცი“ იყო, რომელიც ოჯახის მეგობრის დაცვისას დაიღუპა.

"Jewish News“ -ის ცნობით, ხუთი შვილის მამა, რომელიც ებრაული კულტურული ცენტრის, "Chabad of Bondi“-ს რაბინი იყო, ჩრდილოეთ ლონდონში, ტემპლ ფორჩუნში გაიზარდა.
"როგორ შეიძლება ასე დასრულდეს სიხარულით სავსე რაბინის სიცოცხლე, რომელიც პლაჟზე ბედნიერებისა და სინათლის გასავრცელებლად, სამყაროს უკეთეს ადგილად გადასაქცევად წავიდა?“ - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

კლეიტმანის გარდაცვალება მისმა მეუღლემ დაადასტურა. როგორც გაირკვა, წყვილი მეორე მსოფლიო ომის დროს, ებრაელთა გენოციდს გადაურჩა.
"ბავშვობაში ლარისამაც და ალექსანდრემაც ჰოლოკოსტის ენით აუწერელი საშინელება განიცადეს. ალექსის მოგონებები განსაკუთრებით შემზარავია“, - ვკითხულობთ სტატიაში წყვილზე.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ, დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის ფრანგი დენ ელკაიამია.
"ეს ამაზრზენი ქმედება ანტისემიტური სიძულვილის ამაზრზენი გამოხატულების ახალი, ტრაგიკული გამოვლინებაა, რომელსაც წერტილი უნდა დავუსვათ“, - დაწერა მან.

მორისონი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ავსტრალიაში 1970-იან წლებში გადასახლდა. Chabad.org-ის ცნობით, ის სიდნეისა და მელბურნში ცხოვრობდა და წარმატებული ბიზნესმენი იყო.
იხილეთ ასევე: