აშშ-ისა და უკრაინის ახალი სამიზნე დაახლოებით 1 000 გემისგან შემდგარი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი გახდა - არალეგალური ტანკერები, რომლებიც სანქციებს გვერდს ავლით, მთელ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ახორციელებენ.

ექსპერტების განცხადებით, ეს ფლოტი ახალი გეოპოლიტიკური საფრთხეების შექმნას უწყობს ხელს და ქმნის იმის რისკს, რომ მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტი ზღვებსა და ოკეანეებში ჩაიღვრება.
"მსოფლიოში 1 000 - მდე ტანკერია, რითაც სანქცირებული ირანული, ვენესუელური და რუსული ნავთობი გადააქვთ, ეს ტანკერები რეჟიმებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, რადგან მათი მეშვეობით ხდება ნავთობის ტრანსპორტირების შედეგად უკრაინაში ომის დაფინანსება და მადუროს რეჟიმის ფულით მომარაგება", - განაცხადა უსაფრთხოების ანალიტიკოსმა მიშელ უიზ ბოკმანმა.

ბოკმანის თქმით, “აღნიშნული ტანკერები აშშ-სთვის ახალ პრობლემას წარმოადგეს და უკრაინამაც უკვე მიანიშნა, რომ ამ გემებს მიზანში ამოიღებს, ახლა მათ უკვე საერთო სტრატეგია აქვთ, რომელიც “ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ არის მიმართული და პირველ რიგში სანქცირებული ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე დარტყმას ისახავს მიზნად".
ექსპერტის განცხადებით, ამ გემებიდან დაახლოებით 350-400 ერთეული არა მხოლოდ სანქცირებულია, ისინი თითქმის ყოველთვის ყალბი დროშების ქვეშ დაცურავენ, გააჩნიათ თაღლითური რეესტრები და AIS- ის (ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის) მონაცემებს აყალბებენ, რათა თავიანთი რეალური ადგილმდებარეობა დამალონ.

ცალკე პრობლემა გემების “ხანდაზმულობაა", მათი “საზღვაო ვარგისიანობის სერტიფიკატებში“ არასწორი მონაცემებია შეტანილი, ეს მუდმივად ქმნის საზღვაო კატასტროფის რისკს, რაც ეკოლოგიისთვის მილიარდობით დოლარის ზარალს მიყენებას გამოიწვევს.
ცოტა ხნის წინ კარიბის ზღვის რეგიონში აშშ-ის ძალებმა ტანკერი Skipper დააკავეს, რომელიც სანქცირებული გემების სიაში 2022 წლიდან იყო შეტანილი, დაყადაღება ფედერალური ორდერის საფუძველზე მოხდა, და ეს პროცესი არალეგალური ნავთობის გადაზიდვების წინააღმდეგ მიმართული უფრო ფართო კამპანიის ნაწილს წარმადგენს.
“მათ გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის 110-ე მუხლი გამოიყენეს, რომელიც სახელმწიფოებრივი სტატუსის არმქონე გემების ბორტზე ასვლას იძლევა, გარდა ამისა უკრაინამ ასევე განახორციელა იერიში ჩრდილოვანი ფლოტის სამ ტანკერზე...“ - თქვა ბოკმანმა. წყარო
იხილეთ ასევე: