საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას და მის საუკუნოვან თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას! , - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმოქმედების უფლების შეჩერებას.
“მივდივარ რუსთაველზე არქიმანდრიტ დოროთეს მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად!
საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას და მის საუკუნოვან თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!
არასოდეს დავიჯერებ, პატრიარქი ეთანხმებოდეს უსამართლობას!”, - წერს ზურაბიშვილი.