უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყა , - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"აფეთქების შედეგად წყალქვეშა ნავმა კრიტიკული ზიანი მიიღო და მწყობრიდან გამოვიდა. წყალქვეშა ნავზე „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტის ოთხი გამშვები დანადგარი იყო, რომლებსაც მტერი უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იყენებს“, - აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მსგავსი ტიპის წყალქვეშა ნავის ღირებულება 400 მილიონი დოლარია.