ავტორი:

"ჰოლივუდური წყვილის" მკვლელობისთვის მათი შვილი დააკავეს - პოლიციამ სისხლიანი ზეწრები იპოვა: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

"ჰოლივუდური წყვილის" მკვლელობისთვის მათი შვილი დააკავეს - პოლიციამ სისხლიანი ზეწრები იპოვა: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

მას შემდეგ, რაც ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. პოლიციამ წყვილის ვაჟი, ნიკ რაინერი დააკავა და ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

  • მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ აწვენს ლოს-ანჯელესის პოლიცია ნიკ რაინერს მიწაზე და ადებენ ხელბორკილებს. მას მშობლების მკვლელობა ედება ბრალად.

  • 32 წლის ნიკის სასტუმრო "he Pierside Santa Monica“-ში ცხოვრობდა, სადაც პოლიციამ სისხლიანი საშხაპე კაბინა და სისხლიანი ზეწრები აღმოაჩინა. TMZ-ის ცნობით, ის სასტუმროში დილის 4 საათზე შევიდა, მანამდე კი მას და მის მშობლებს კონან ო’ბრაიენის ახალი წლის წვეულებაზე ცხარე კამათი ჰქონდათ.

თვითმხილველების თქმით, ნიკი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.

ცნობილია რომ ბრალდებული ნარკოდამოკიდებულია და მას არასტაბილური ფსიქიკური ჯანმრთელობა ჰქონდა.

  • როგორც მედია წერს, სწორედ ნიკის დამ - რომი რაინერმა განუცხადა პოლიციას, რომ “ეჭვმიტანილი ოჯახის წევრი“ უნდა ყოფილიყო, რადგან ის "საშიში“ იყო.

რამდენიმე საათით ადრე, ნიკი მშობლებთან ერთად ო’ბრაიენის სახლში გამართულ სადღესასწაულო წვეულებას დაესწრო და, როგორც ამბობენ, უკონტროლოდ იქცეოდა.

"ნიკი ყველას აშინებდა, გიჟივით იქცეოდა და გამუდმებით კითხულობდა, იქ ცნობილი ადამიანები იყვნენ თუ არა“, - განუცხადა წყარომ PEOPLE-ს.

TMZ-ის ცნობით, ოჯახი თვეების განმავლობაში ებრძოდა ნიკის პროგრესირებად ფსიქიკურ დაავადებას და ნარკოდამოკიდებულებას.

2016 წელს, 22 წლის ასაკში, ნიკმა ერთ- ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკვე 17-ჯერ იყო რეაბილიტაციის ცენტრში და რამდენიმე ქალაქში უსახლკაროებს შორის ცხოვრობდა.

78 წლის რობი და 70 წლის მიშელი ქალიშვილმა დანით მოკლული კვირას იპოვა. ისინი 13,5 მილიონი დოლარის ღირებულების ბრენტვუდის ვილაში ცხოვრობდნენ.. რეინერების გარდაცვალებამ და მათი შვილის დაპატიმრებამ შოკში ჩააგდო ჰოლივუდი და ოჯახის მრავალი ცნობილი მეგობარი.

სასახლე, სადაც წყვილის ცხედრები აღმოაჩინეს

ამჟამად ნიკი დაკავებულია.

  • რობ რაინერი ისეთი ცნობილი ფილმების რეჟისორია, როგორებიც არის: "პატარძალი პრინცესა“, "როდესაც ჰარი შეხვდა სალის“, "რამდენიმე კარგი კაცი“ და ა.შ. ასევე მას, როგორც მსახიობს, მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმებში: "უძინარნი სიეტლში“ და "უოლ-სტრიტის მგელი“.

რაინერის 1989 წლის ფილმი "როდესაც ჰარი შეხვდა სალის“ მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს რომანტიკულ კომედიად. სწორედ ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე. ისინი 1989 წელს დაქორწინდნენ და სამი შვილი: ჯეიკი, ნიკი და რომი ეყოლათ.

რობი 1947 წელს ბრონქსში, ნიუ-იორკის შტატში დაიბადა. მისი მამა ლეგენდარული კომიკოსი კარლ რაინერი იყო, ხოლო დედა - მსახიობი და მომღერალი ესტელ ლებოსტი .

წყარო

იხილეთ ასევე: