სპორტული სამყარო დღეს არა მხოლოდ დაძაბულმა მატჩებმა, არამედ ულამაზესმა რომანტიკულმა ისტორიამ აალაპარაკა.
ქართველმა ილუშკა დავლაძემ საყვარელ გოგონას, კატო მაისაძეს, საჯაროდ, ათასობით მაყურებლის წინაშე სთხოვა ხელი. ემოციურმა მომენტმა, რომელიც Setanta Sports-ის პირდაპირ ეთერში მოხვდა, გულგრილი არავინ დატოვა. როგორც მოსალოდნელი იყო, კატომ საქმროს "თანახმა ვარ!" უპასუხა!
კადრები, სადაც ილუშკა დავლაძე საყვარელ ქალს ბეჭედს უკეთებს, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება.

