ავტორი:

დოროთე ყურაშვილი მღვდელმოქმედების უფლების შეჩერებაზე - არაფერში შემიშლის ხელს, უბრალოდ, შეიძლება მთავრობა უფრო გაათამამოს და ციხეში ჩამსვან

დოროთე ყურაშვილი მღვდელმოქმედების უფლების შეჩერებაზე - არაფერში შემიშლის ხელს, უბრალოდ, შეიძლება მთავრობა უფრო გაათამამოს და ციხეში ჩამსვან

[საპატრიარქოს] გადაწყვეტილება არაფერში შემიშლის ხელს. უბრალოდ, ამან შეიძლება მთავრობა უფრო გაათამამოს და ციხეში ჩამსვან , - ამის შესახებ დოროთე ყურაშვილმა მღვდელმოქმედების უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, ეკლესია და ქვეყანა კვდება და სასულიერო პირები დუმილს ინარჩუნებენ.

"მეც გაოგნებული ვარ, არა იმიტომ, რომ ეს მოულოდნელი იყო. უბრალოდ, კომისიის გარეშე რატომ გადაწყვიტეს, ჩემთვის ამოუხსნელია, მაგრამ არა - მოულოდნელი. ამათი შეცდომა არ არის ეს, ამათი უტიფრობა ზღვარს გაცდენილია, უკვე გაწითლებულია მათი მდგომარეობა... მე ვფიქრობ, რომ ესენი, კერძოდ მოსაყდრე შიო [მუჯირი], [ანდრია] ჯაღმაიძე და [მიქაელ] ბოტკოველი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას თუ არ ჩამოშორდებიან, ეკლესია ჩამოიქცევა. მე ერთი ვიყავი აქ, ეკლესიაში, ვინც მედგრად ვეწინააღმდეგებოდი და ვამბობდი ჭეშმარიტ სიტყვას რუსების წინააღმდეგ. მე ამას მაინც გავაგრძელებ, ოღონდ უკვე არა როგორც მღვდელმსახური, არამედ როგორც ერთი მოქალაქე, მაგრამ ეკლესიაში სრული მდუმარებაა.

ეკლესია კვდება, ქვეყანა გვიკვდება და მღვდელი დუმს. ყველა ვინც დუმს, დამნაშავეა და ვერავინ ვერ გაიმართლებს თავს.

ეს გადაწყვეტილება არაფერში შემიშლის ხელს. უბრალოდ, ამან შეიძლება მთავრობა უფრო გაათამამოს და ციხეში ჩამსვან, მაგრამ ციხე ჩემთვის თავისუფლებაა. მართალი კაცი ციხეში, ეს არის თავისუფალი კაცი საპყრობილეში და ბოროტი კაცი პარლამენტში, ეს არის ციხეში ყოფნა. ვინც მთავრობაშია, ისინი არიან ჯოჯოხეთურ ციხეში, ისინი არიან ბოროტისგან შეპყრობილები, ხოლო მე თავისუფალი ვარ და ციხეშიც თავისუფალი ვიქნები“, - განუცხადა დოროთე ყურაშვილმა "რადიო თავისუფლებას“.