ავტორი:

ინტენსიური თოვა და ქარბუქი - გზის რომელ მონაკვეთებზეა აკრძალული ავტოტრანსპორტის მოძრაობა?

ინტენსიური თოვა და ქარბუქი - გზის რომელ მონაკვეთებზეა აკრძალული ავტოტრანსპორტის მოძრაობა?

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ინტენსიური თოვა და ქარბუქია, რის გამოც გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.