ავტორი:

ილონ მასკი პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც 600 მილიარდს გადააჭარბა

ილონ მასკი პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც 600 მილიარდს გადააჭარბა

ილონ მასკმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მსოფლიოში პირველი ტრილიონერის სტატუსის მოპოვებისკენ. Forbes-ის ცნობით, მასკმა მორიგი რეკორდი მოხსნა და ორშაბათს გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ქონების ზრდა უკავშირდება SpaceX -ის ახალ შეფასებას. როგორც ცნობილი ხდება, მასკის რაკეტების მწარმოებელი კომპანია SpaceX აქციების გაყიდვის შედეგად დაახლოებით 800 მილიარდ დოლარად შეფასდა. უცხოური მედია წერს, რომ ეს იყო გარიგება, რომელიც ტეხასის შტატში დაფუძნებულ რაკეტების მწარმოებელს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო კომპანიად აქცევს.

ცნობისთვის, აგვისტოში SpaceX 400 მილიარდი ღირდა. ილონ მასკი SpaceX-ის დაახლოებით 42%-ს ფლობს. ის ამ კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. განაგრძეთ კითხვა