ავტორი:

ჯორჯ კლუნი აღარ აპირებს ეკრანულ პარტნიორებს აკოცოს - "ამალს ვესაუბრე და გადავწყვიტე, ჩემი ცოლის გარდა, არც ერთ გოგოს აღარ ვაკოცო"

ჯორჯ კლუნი აღარ აპირებს ეკრანულ პარტნიორებს აკოცოს - "ამალს ვესაუბრე და გადავწყვიტე, ჩემი ცოლის გარდა, არც ერთ გოგოს აღარ ვაკოცო"

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯორჯ კლუნის განცხადებით, მეუღლესთან, ამალ კლუნისთან საუბრის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ეკრანული პარტნიორებისთვის კოცნაზე უარი თქვას. ამის შესახებ მსახიობმა "დეილი მეილთან" ინტერვიუში განაცხადა.

"როდესაც 60 წლის გავხდი, ვესაუბრე ჩემს მეუღლეს. ვუთხარი: "მისმინე, ბიჭებთან კალათბურთის თამაში ისევ შემიძლია, 25 წლის ბიჭებთან ერთად ვთამაშობ, ფორმაში ვარ, მაგრამ 25 წელიწადში 85 წლის გავხდები, ეს რეალური რიცხვია.

ვცდილობ პოლ ნიუმენის გზას გავყვე - ვაპირებ, ჩემი ცოლის გარდა, არც ერთ გოგოს აღარ ვაკოცო", - თქვა მსახიობმა.

  • აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბერში "ნიუ იორკ თაიმსთან" ინტერვიუში კარიერის დასაწყისი გაიხსენა, როდესაც კოცნის სცენის გამო რეჟისორმა გააკრიტიკა.

"მახსოვს, კარიერის დასაწყისში, ერთ გოგოსთან კოცნის სცენის გადაღება მომიწია და რეჟისორმა მითხრა: "ასე არა". მე კი ვუთხარი, - "ძმაო, ეს ჩემი ნაბიჯია, ასე ვაკეთებ რეალურ ცხოვრებაში", - თქვა მაშინ ჯორჯმა.

იმავე ინტერვიუში კლუნიმ თქვა, რომ The Ocean-ში ჯულია რობერტსთან კოცნის სცენის გადაღება ძალიან ბევრჯერ მოუწია. "ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ 80 კადრი დასჭირდა. მან კი მიპასუხა - "რა ჯანდაბაა?!". - თქვა ჯორჯმა.

  • "79 კადრი იყო სადაც ვიცინოდით და შემდეგ ერთი კადრი, სადაც ვკოცნიდით", - დასძინა ამავე ინტერვიუში ჯულია რობერტსმა.

ცნობისთვის, ჯორჯ და ამალ კლუნებმა ერთმანეთი 2013 წელს გაიცნეს. 2014 წლის აპრილში მსახიობმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა. ისინი იმავე წლის სექტემბერში დაქორწინდნენ.

წყვილს 8 წლის ტყუპი, ალექსანდერი და ელა ჰყავთ.