მექსიკის კონგრესში, ქალ კანონმდებლებს შორის დაწყებული კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვითარება ისე დაიძაბა, რომ მათ ერთმანეთი თმით ითრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დარბაზში დაძაბულობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარტია PAN-ის წარმომადგენლები დარბაზში შეიჭრნენ.
კონფლიქტის დროს პოლიტიკოსები - დანი ალვარესი და ელიზაბეტ მატეოსი ერთმანეთს თავს დაესხნენ და ცდილობდნენ მეხიკო-სიტის კონგრესში არსებული მთავარი მიკროფონის ხელში ჩაგდებას.