სტაბილურად მაღალი ხარისხი, პრაქტიკულობა და ესთეტიკა - ეს ის ღირებულებებია, რომლის გარშემოც კომპანია Op-Art უკვე 18 წელია საქმიანობს და დღეს ბაზარზე პრემიუმ ავეჯის წარმოების წამყვანი, საიმედო ბრენდია. როგორც წარმოების დირექტორი ლადო მამალაძე აღნიშნავს, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება ეხმარება კომპანიას, რომ წარმოების მასშტაბი და ხარისხი სტაბილურად გაიზარდოს და მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციები, რომლებიც მათ მოთხოვნებსა და ბაზრის ტენდენციებთან სრულ თანხვედრაშია.
ავეჯის ხარისხის განსაზღვრის კრიტერიუმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე Op-Art-ის წარმოების დირექტორი თავად გვესაუბრება.
ბატონო ლადო, რას ნიშნავს თანამედროვე ავეჯი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?
თანამედროვე ავეჯი არ არის მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი პროდუქტი. ის უნდა იყოს ფუნქციურიც, პრაქტიკულიც, კომფორტულიც, მარტივად მოსავლელიც და მრავალფუნქციურიც. ეს დღეს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. დამატებით, თანამედროვე ავეჯი უნდა იყოს ეკოლოგიური და უსაფრთხო. ჩვენი კომპანიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
დიზაინის კუთხით გეტყვით, რომ თანამედროვე ავეჯმა შეიძლება გააერთიანოს მინიმალიზმიცა და ინოვაციაც. შესაბამისად, დიზაინი უნდა იყოს დახვეწილი და სარგებლის მომტანი.
გეტყვით, რომ Op-Art-ში წარმოებული პროდუქტი ამ ყველაფერთან ერთადა არის გამძლე. დღეს მომხმარებელს ტრენდულთან ერთად სჭირდება ავეჯი, რომელიც ემსახურება წლები ისე, რომ ფუნქციურობას და ვიზუალურ ღირებულებას არ დაკარგავს.
ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია მულტიფუნქციური ავეჯი. რა გამოწვევებს უკავშირდება მისი წარმოება და რამდენად მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე?
მულტიფუნქციური ავეჯის წარმოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტექნიკურ დეტალებს — კონსტრუქციულად სწორ განაწილებას, მექანიზმების და სამაგრების სწორ მონტაჟს.
ამ ტიპი ავეჯის წარმოება გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა ჩვენთვის მსგავსი გამოწვევები ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ხარისხის კონტროლის ჩართულობა ავეჯის წარმოების მომენტში.
ავეჯის წარმოებაში გამოიყენება მასალა, რომელმაც უნდა გაუძლოს დროს, ინტენსიურ დატვირთვებს ისე, რომ ვიზუალური და ტექნიკური მხარე არ შეიცვალოს.
ბევრ საცხოვრებელ სივრცეში, განსაკუთრებით კორპუსის ბინებში, საცხოვრებელი ფართები შეიძლება იყოს შეზღუდული, რის გამოც მულტიფუნქციური ავეჯი გონივრული და პრაქტიკული არჩევანია. Op-Art, როგორც მაღალი სტანდარტების მქონე, პრემიუმ პროდუქტების შემქმნელი და ინოვაციური ბრენდი, აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულებაშიც და წარმატებით ქმნის მულტიფუნქციურ ავეჯს.

ზოგადად, როგორ უნდა განსაზღვროს მომხმარებელმა ავეჯის ხარისხი?
მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს მასალების მაღალ ხარისხს. ავეჯის მექანიკური ნაწილი უნდა იყოს მყარი და ხარისხიანი. საფარველის შეცდომები, უხეშად დამუშავებული კიდეები ან არათანაბრად შეფერილი ზედაპირები შეიძლება მიუთითებდეს დაბალ ხარისხსა და შესრულების დაბალ პროფესიონალიზმზე.
ხარისხს დიდწილად განსაზღვრავს მისი ექსპლუატაციის ვადა. მაგალითად, ჩვენი ავეჯის ექსპლუატაციის ვადა არის 20–25 წელი.
მნიშვნელოვანია, რომ ავეჯის შეკვეთამდე მოითხოვოთ პროდუქტების სერტიფიკატები. სერტიფიცირებული მასალები ავტომატურად მაღალ ხარისხს ნიშნავს.
ასევე, მნიშვნელოვანია კომპანიის რეპუტაცია და მომხმარებლის უკუკავშირი.
რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ავეჯის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით?
ხარისხის კონტროლი გულისხმობს როგორც სამონტაჟო შემოწმებებს, ისე ვიზუალურ და ფუნქციურ ტესტებს. ის ასევე მოიცავს სწორი მასალების შერჩევა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მასალების ხარისხსა და მათ ეკოლოგიურობას. სწორად შესრულებული ზედაპირის დამუშავება უზრუნველყოფს გამძლეობას, ვიზუალურ ეფექტს, ეკოლოგიურობას და უსაფრთხოებას.
საერთო ჯამში, რა ეტაპებს მოიცავს ავეჯის წარმოების პროცესი?
ავეჯის წარმოების პროცესი Op-Art-ში შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

რას მოიცავს და როგორ ხდება უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოების პროცესში?
Op-Art რეგულარულად აახლებს საწარმოს ტექნოლოგიურად, რაც წარმოების და ავეჯის ექსპლუატაციის პროცესში უსაფრთხოების გარანტიაა. ვიყენებთ თანამედროვე, ევროპული ხარისხის უსაფრთხო დაზგა-დანადგარებს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ამასთან, სამუშაო ადგილი მოწყობილია ისე, რომ შეამციროს სამუშაო-შემთხვევითი დაზიანებების რისკი. ხელოსნებს აქვთ შესაბამისი გარემო დანადგარებთან მუშაობისთვის და საჭირო პირადი დაცვის აღჭურვილობა.
საწარმოში არსებობს შიდა პოლიტიკა შრომის უსაფრთხოებისა და ადამიანური რესურსების სწორად გამოყენების მხრივ, რასაც ვაღწევთ როგორც რეგულარული ტრენინგებით თანამშრომლებისთვის, ასევე რეგულარული სტანდარტების დანერგვით, რომელიც საჭიროა და დიდი ყურადღება ეთმობა საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების კუთხით.
უსაფრთხოების შემოწმება მონტაჟის ეტაპზეც მნიშვნელოვანია. მაგალითად, რთულად მისადგომ კუთხეებში, რადიუსურ კედლებთან და უმეტესად საჭიროა სპეციალური მიდგომები.
რომელი სახეობის მასალებს იყენებთ ყველაზე ხშირად ავეჯის წარმოებაში?
პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენი კომპანია აქტიურად არის ჩართული იმპორტში. Op-Art იყენებს ავსტრიულ/იტალიური წარმოებულ MDF-სა და ლამინატს, ასევე ბუნებრივი ხის ანათალს - შპონს და მასიურ ხეს, რაც ავეჯს ხდის გამძლეს. რაც შეეხება საღებავს, ვიყენებთ მაღალი ხარისხის იტალიურ ECO საღებავებს, რომლებიც სერტიფიცირებულია როგორც უსაფრთხოების, ისე გამძლეობის კუთხით.
როგორია მასალის მომწოდებლების შერჩევის კრიტერიუმები?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვიყენებთ მხოლოდ მაღალხარისხიან ევროპაში წარმოებულ მასალებს. მომწოდებლების შერჩევის კრიტერიუმებია: პროდუქტების მაღალი ხარისხის სერტიფიკატები, ეკოლოგიურობა, გამძლეობა, გადამოწმებული ტექნიკური მახასიათებლები და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პარტნიორთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რომ მასალების მიწოდება სტაბილური იყოს და წარმოების დროს შეფერხებები არ გამოიწვიოს.
დაბოლოს, რომ შევაჯამოთ, რას სთავაზობთ დღეს მომხმარებელს კომპანია Op-Art?
Op-Art დაარსდა 2007 წელს და თავდაპირველად ჩვენი კომპანია სამზარეულო ავეჯსა და მცირე კომპლექტებზე მუშაობდა. 2009 წელს დავამატეთ კარების ხაზი და 2011 წელს კი - აკრილის ქვის დამუშავების ხაზი. მომხმარებლის ნდობა სწრაფად მოვიპოვეთ ინოვაციური დიზაინისა და მაღალი ხარისხის გამო. ჩვენს საქმიანობაში გადამწყვეტი ეტაპი იყო 2021 წელი, როდესაც გავხსენით თანამედროვე 7000 კვ.მ. საწარმო-ქარხანა, ევროპული დანადგარებით. აღნიშნულმა წარმოების სიმძლავრისა და ხარისხის სტაბილური ზრდა გამოიწვია.
დღეს ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის პრემიუმ ხარისხის ავეჯს სთავაზობს. ინდივიდუალური შეკვეთების პარალელურად, ვმუშაობთ კორპორაციულ შეკვეთებზეც. მზად ვართ ნებისმიერი მასშტაბით მოვემსახუროთ დეველოპერულ კომპანიას კორპუსის ბინების ავეჯის სრული უზრუნველყოფით. ჩვენთან ნებისმიერი შეკვეთა მაღალი ხარისხითა და გარანტიით სრულდება.
R