ავტორი:

"ამ ნაიარევებს ვუზიარებ ქალებს" - Time აქვეყნებს ანჯელინა ჯოლის ფოტოებს, სადაც მასტექტომიის შედეგად დარჩენილი ნაწიბურები ჩანს

"ამ ნაიარევებს ვუზიარებ ქალებს" - Time აქვეყნებს ანჯელინა ჯოლის ფოტოებს, სადაც მასტექტომიის შედეგად დარჩენილი ნაწიბურები ჩანს

"ამ ნაიარევებს ვუზიარებ ქალებს, რომლებიც მიყვარს და ყოველთვის განვიცდი, როცა სხვა ქალებიც აზიარებენ ასეთ ნაწიბურებს", - ამის შესახებ გამოცემა Time-თან საუბრისას ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა.

  • ჟურნალმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ანჯელინას მასტექტომიის შედეგად გაჩენილი ნაწიბურები ჩანს.

ანჯელინამ 2013 წელს განაცხადა, რომ კიბოს მიმართ გენეტიკური მიდრეკილების გამო, ორმაგი მასტექტომია გაიკეთა, რასაც შემდეგ მოჰყვა ოფეროქტომია. ჯოლიმ გადაწყვიტა, რომ ეს ამბავი გაესაჯაროებინა, რამაც წაახალისა სხვა ქალები, რომ კიბოს სკრინინგი ჩაეტარებინათ.

  • "სკრინინგსა და მოვლაზე წვდომა არ უნდა იყოს დამოკიდებული ფინანსურ რესურსებზე, ან საცხოვრებელ ადგილზე“, - ამბობს ანჯელინა ჯოლი.