Page Six-ის ცნობით, დონალდ ტრამპ უმცროსი და ბეტინა ანდერსონი ერთწლიანი რომანის შემდეგ დაინიშნნენ.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟის რომანის შესახებ ცნობები გასულ წელს გავრცელდა. მანამდე, ტრამპს ურთიერთობა Fox News-ის ყოფილ წამყვან კიმბერლი გილფოილთან ჰქონდა.

"ისინი ძალიან კარგად ეწყობიან ერთმანეთს და ახლახან გახდა ცნობილი, რომ მალე დაქორწინდებიან“, - თქვა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპ უმცროსი 2005-2018 წლებში ვანესა ტრამპზე იყო დაქორწინებული. მანამდე ქალი ნიუ-იორკში მოდელად მუშაობდა.
წყვილს 5 შვილი ჰყავს. მათ შორის არის დონალდ ტრამპის ფავორიტი, 17 წლის კაი ტრამპი.