ავტორი:

კვარაცხელიას PSG -ს მბაპესთვის 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს - რა გადაწყვიტა ფრანგულმა სასამართლომ?

კვარაცხელიას PSG -ს მბაპესთვის 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს - რა გადაწყვიტა ფრანგულმა სასამართლომ?

საფრანგეთის სასამართლომ “პარი სენ-ჟერმენს“ ყოფილი თავდამსხმელი კილიან მბაპესთვის 60 მილიონი ევროს გადახდა დაავალა. სასამართლოს მიერ დასახელებული თანხა, მოიცავს ფეხბურთელისთვის გადაუხდელი ხელფასისა და ბონუსების ოდენობას 2024 წელს შემდეგ, "რეალ მადრიდში“ გადასვლამდე მისი კონტრაქტის შეწყვეტის გამო.

  • ნოემბერში, მბაპემ თავისი ყოფილი კლუბისგან 263 მილიონი ევრო მოითხოვა. თუმცა, ევროპის ჩემპიონმა კლუბმა საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის წინააღმდეგ საპასუხო სარჩელი შეიტანა და 240 მილიონ ევროს ითხოვდა.

26 წლის ფეხბურთელმა კომპენსაცია მას შემდეგ მოითხოვა, რაც კლუბი კონტრაქტის დარღვევაში და არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულა. სასამართლომ დაადგინა, რომ პსჟ-მ მას 2024 წლის აპრილიდან ივნისამდე - სამი თვის ხელფასი არ გადაუხადა, ასევე კლუბს დააკისრა ეთიკის ბონუსი და კონტრაქტით გათვალისწინებული ბონუსი.

"ჩვენ კმაყოფილები ვართ ამ გადაწყვეტილებით“, - განაცხადა მბაპეს ადვოკატმა, ფრედერიკ კასერომ.

თავის მხრივ, პსჟ-მ მბაპეს წინააღმდეგ 2023 წელს შეიტანა სასამართლოში სარჩელი საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ჰილალში“ 300 მილიონი ევროს ღირებულების ჩაშლილი ტრანსფერის გამო და კომპენსაციას ითხოვდა. მომდევნო ზაფხულს მბაპე ესპანურ გიგანტ "რეალ მადრიდს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

წყარო