ავტორი:

ზუგდიდში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: დედის საფლავზე მისულ ქალს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა - მძღოლი დაკავებულია

ზუგდიდში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: დედის საფლავზე მისულ ქალს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა - მძღოლი დაკავებულია

ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა.ავარია სოფელ ახალ კახათთან გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული ახალგაზრდა ქალი, ელისო გუჯეჯიანი გარდაიცვალა.

როგორც შევიტყვეთ, იმ საბედისწერო დღეს ელისო გუჯეჯიანი დედის საფლავზე მიდიოდა. სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

"ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. გარდაცვლილია ელისო გუჯეჯიანი, ქვეითად მოსიარულე. როგორც ამბობენ, ელისო თბილისში ცხოვრობს და დედის საფლავის მოსანახულებლად ჩამოვიდა სოფელში. ავარია სასაფლაოსთან მოხდა. როგორც მძღოლი ამბობს, ქალბატონი ავტომობილიდან გადმოვიდა და სწორედ ამ დროს დაეჯახა მას სხვა მანქანა, რომლის საჭესთან მჯდომი პირი უკვე დაკავებულია.

რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, ვერ გეტყვით, გამოძიება მიმდინარეობს და გაირკვევა მიზეზი. გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა თუ რა იყო მიზეზი, ეს არ ვიცი. გამოძიება დაწყებულია.

ცოცხალი იყო ქალბატონი, კლინიკაში რომ გადაიყვანეს, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მე გიდასტურებთ, რომ სამწუხარო შემთხვევა ნამდვილად მოხდა და ექსპერტიზით გაირკვევა სხვა დეტალები.

ასევე, დაშავდა იმ ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი, მძღოლის მეუღლე და მათი 10 თვის შვილი. როგორც შევიტყვე, მცირე დაზიანება აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარდაცვლილს არ ვიცნობდი. ჩვენს მუნიციპალიტეტში არ ცხოვრობს. თბილისში ცხოვრობს და დედის საფლავის მოსანახულებლად ჩამოსულა. ძალიან პატარა, 4 წლის ყოფილა, დედა რომ გარდაეცვალა და დეიდებს გაუზრდიათ....წაიკითხეთ სრულად