ჩემს ხელში რომ იყოს ამ განკარგულების მომზადება, ნასვამ მძღოლებს ამ სიაში არ შევიყვანდი“, - ასე ეხმაურება "ბიზნესპრესნიუსთან" საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ათასობით ადამიანს შეჩერებული მართვის მოწმობა აღუდგება.
როგორც მევლუდ მელაძე აცხადებს, გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ავტომობილის ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართვის შემთხვევები წაახალისოს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის კუთხით ქვეყნისთვის ისედაც დიდი გამოწვევაა.
"არსებობს ზოგადად ასეთი პრაქტიკა და ეს აქ მოგონილი არ არის. როცა გარკვეული სამართალდარღვევები გროვდება, ამნისტიის ფორმის განკარგულებები გამოდის სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, რადგანაც ჩვენთან ყველაზე მძიმე და დიდი პრობლემა ნასვამი მძღოლია, ჩემს ხელში რომ იყოს ამ განკარგულების მომზადება, ნასვამ მძღოლებს ამ სიაში არ შევიყვანდი. ეს შეიძლება შეეხოს სხვადასხვა დანაშაულს, რის გამოც ადამიანს მართვის მოწმობა ჰქონდა ჩამორთმეული. მაგალითად, ქულები ამოეწურა ან სხვადასხვა უწყინარ დარღვევას ჰქონდა ადგილი...განაგრძეთ კითხვა
ნახეთ ასევე: