აჩუქე საკუთარ თავს დრო და კომფორტი - „დრიმის“ რობოტი მტვერსასრუტები, თმის სტაილერები და ხელის უსადენო მტვერსასრუტები საუკეთესო საახალწლო საჩუქარია. რაც მთავარია, ბრენდის უმაღლესი ხარისხის ტექნიკაზე 19 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით დიდი საახალწლო ფასდაკლებით ისარგებლებთ როგორც ონლაინ, ისე ფილიალებში შეძენისას.
„დრიმის“ რობოტი მტვერსასრუტები და თმის მოვლის ნაკრებები საუკეთესო საჩუქარია როგორც საყვარელი ადამიანებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის. ეს არის შენაძენი, რომელიც ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას და რაც მთავარია, წლების განმავლობაში ერთგულად გვემსახურება.

ბრენდის მძლავრი რობოტი მტვერსასრუტები გამოირჩევა ეფექტიანობით, გამძლეობითა და რაც მთავარია, ხარისხთან შედარებით, მისაღები ფასით. რაც მთავარია, მტვერსასრუტები იდეალურია მათთვის, ვისაც დროის დაზოგვის პარალელურად სახლში იდეალური ჰიგიენის მიღწევა სურს, რადგან მოწყობილობა უმკლავდება ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყს, სრულყოფილად ასუფთავებს ზედაპირს ცხოველის ბეწვისგან და მტვრის უმცირესი ნაწილაკებისგანაც კი. ზედაპირის სპეციფიკის მიხედვით აქვს წმენდის სხვადასხვაგვარი ფუნქციონალი, რაც მას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

„დრიმს“ რობოტი და ხელის უსადენო მტვერსასრუტების ფართო ასორტიმენტი აქვს. მათ შორის, რობოტი მტვერსასრუტები თვითწმენდის, თვითრეცხვის, ბარიერების დაძლევისა და სხვა „ჭკვიანი“ ფუნქციონალებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტითაც, რაც დამატებით შესაძლებლობებს გთავაზობთ. თითოეული მათგანი იმდენად სრულყოფილად ასუფთავებს იატაკს, რომ თქვენზე ან საჩუქრის ადრესატზე შთაბეჭდილებას აუცილებლად მოახდენს.

რაც შეეხება ხელის უსადენო მტვერასასრუტებს, ის „დრიმის“ ერთ-ერთი წამყვანი ხაზია და ფუნქციონალების მიხედვით ფართო არჩევანს გთავაზობთ: მხოლოდ მშრალი წმენდით; ასევე ერთობლივად სველი და მშრალი წმენდით; მოდლეები რომელსაც მოჰყვება თავაკები ავეჯისა თუ რთულად მისაწვდომი ადგილებისთვის. რობოტი მტვერსასრუტების მსგავსად, ხელის მოწყობილობებიც იდეალურად უმკლავდება ცხოველის ბეწვსა თუ თმას.
ხელის მტვერსასრუტების უახლესი მოდელები აღჭურვილია ლედ განათებით,180-გრადუსიანი დახრითა და ხელოვნური ინტელექტით. ასევე, ბრენდმა შექმნა ტექნოლოგია, რომელიც სრულად ანადგურებს ჯაგრისზე ბაქტერიებს და 85 გრადუსზე რეცხავს მას, რაც სახლში იდეალური ჰიგიენის მიღწევაში დაგეხმარებათ.

„დრიმის“ მაღალტექნოლოგიური თმის მოვლის ნაკრებები კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე ათასობით მომხმარებელმა შეიყვარა. დახვეწილი, კომპაქტური დიზაინისა და მრავალფუნქციურობის გამო, ფენი, უთო თუ კომპლექტი თმის მოვლისა და მოწესრიგების სრულიად ახალ გამოცდილებას გთავაზობთ.
პროდუქცია დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მეტალებისგან, აქვს მიწვის საწინააღმდეგო ზედაპირი, იცავს თმას დამუხტვისგან, გამოშრობისგან და დაზიანებისგან, ანიჭებს მას ბუნებრივ ბზინვარებას და დიდხანს უნარჩუნებს ფორმას.
„დრიმის“ თანამედროვე ტექნიკის არჩევანი იმდენად ფართოა, რომ ყველასთვის შეძლებთ საჩუქრის შერჩევას.
Dreame-ის ტექნიკის ფასდაკლებით შეძენა შესაძლებელია „ელიტის“, „ალტას“, „მისთორის“, „კონტაქტ ჰოუმისა“ და „შაომის“ მაღაზიებში როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ. ესტუმრეთ ფილიალებს და არ გამოტოვოთ შანსი, გაუკეთოთ სასურველი საჩუქარი საყვარელ ადამიანს ან საკუთარ თავს!
R