ავტორი:

"ბავშვს თავი გადაპარსეს და თვალებთან მენთოლი წაუსვეს, რომ ეტირა" - BBC-ის სკანდალური გამოძიება: როგორ იყენებენ თაღლითები სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს გამდიდრებისთვის

"ბავშვს თავი გადაპარსეს და თვალებთან მენთოლი წაუსვეს, რომ ეტირა" - BBC-ის სკანდალური გამოძიება: როგორ იყენებენ თაღლითები სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს გამდიდრებისთვის

პატარა, თავგადაპარსული, ფერმკრთალი ბიჭი კამერების წინ დგას.

"მე შვიდი წლის ვარ და კიბო მაქვს, გთხოვთ დამეხმარეთ და გადამარჩინეთ" - ამბობს ის.

  • ბიჭს რომელიც კადრში ჩანს, ხალილი ჰქვია , როგორც მისი დედა ალჯინი ამბობს გადამღებმა ჯგუფმა სთხოვა ბავშვისთვის თავი გადაეპარსათ, ყალბი წვეთოვნები შეაერთეს და ოჯახს სთხოვეს ისე მოეწყოთ, თითქოს მას დაბადების დღე ჰქონდა.

თავად ხალილს ინგლისური ტექსტი მისცეს,რომელიც უნდა დაეზეპირებინა და კამერების წინ ეთქვა. დედის თქმით, ხალილს ისიც არ მოსწონდა, რომ მის გვერდით დაჭრილი ხახვი დადეს და თვალების ქვეშ მენთოლი წაუსვეს, რათა ეტირა.

ალჯინი დათანხმდა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ გადაღება დადგმული იყო, ხალილს მართლაც ჰქონდა კიბო. მას უთხრეს, რომ ეს ვიდეო უკეთესი მკურნალობისთვის ფულის ონლაინ შეგროვებაში დაეხმარებოდა, როგორ ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა ხალილის სახელით თანხა მართლაც შეგროვდა, $27,000 , მაგრამ ალჯინს განუცხადეს, რომ კამპანია ჩავარდა და მას ამ თანხიდან არაფერი მიუღია — მხოლოდ $700 გადაუხადეს, გადაღების ერთი დღის ჰონორარი, ერთი წლის შემდეგ კი ხალილიც გარდაიცვალა.

BBC World Service-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ მთელ მსოფლიოში სასოწარკვეთილ მშობლებს, რომელთა ბავშვები მძიმედ არიან ავად ხშირად ონლაინ თაღლითური კამპანიები იყენებენ, რათა “სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო მკურნალობისთვის“ საზოგადოებას თანხები გადაარიცხვინონ.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ 15 ოჯახი გამოავლინა, რომლებიც ამბობენ, რომ შეგროვებული თანხიდან ძალიან ცოტა ან საერთოდ არაფერი მიუღიათ და ხშირად არც კი იცოდნენ, რომ მათი მონაწილეობით გადაღებულმა კამპანიების საშუალებით ფული უკვე შეგროვდა.

როგორ აღმოჩნდა, გამოკითხული ცხრა ოჯახი —ერთი და იმავე თაღლითური ქსელის მსხვერპლი გახდა, ჯამში მათ სახელზე $4 მილიონამდე შეგროვდა, თუმცა მათ ამ თანხიდან თითქმის არაფერი მიუღიათ.

გამოძიება 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, როცა YouTube-ზე ჟურნალისტების ყურადღება ერთმა შემაძრწუნებელმა რეკლამამ მიიქცია „მე არ მინდა სიკვდილი,“ — ტიროდა გოგონა განადან, სახელად ალექსანდრა. “ჩემი მკურნალობა ძალიან ძვირია“

მისთვის შექმნილმა კამპანიამ, როგორც ჩანს, თითქმის $700,000 შეაგროვა.

YouTube-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ავადმყოფი ბავშვების კიდევ ბევრი მსგავსი ვიდეო იყო ატვირთული — ყველა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს: პროფესიონალურად გადაღებულ კადრებს თან ერთოდა ცნობა, თითქოს უკვე უზარმაზარი თანხები იყო შემოწირული. ყველა ვიდეო გადაუდებლობის განცდას ქმნიდა და ემოციურ ენას იყენებდა.

ბავშვების იდენტიფიცირება რთული აღმოჩნდა. გეოლოკაციის, სოციალური ქსელებისა და სახის ამოცნობის პროგრამების გამოყენებით ჟურნალისტებმა ზოგ ოჯახს მიაკვლიეს — არეალი თითქმის მთელ მსოფლიოს მოიცავს, კოლუმბიიდან ფილიპინებამდე.

ასე მიაგნო ბიბისიმ ალჯინის, ხალილის დედასაც.

ალჯინის თქმით, ცებუს ქალაქის ადგილობრივ საავადმყოფოში მისი შვილის მკურნალობა ნელი ტემპით მიმდინარეობდა და ის დახმარების თხოვნით ყველას მიმართვადა, ვისთვისაც შეეძლო. ერთმა ადამიანმა იგი ადგილობრივ ბიზნესმენთან, როიე ინსიერტოსთან დააკავშირა, რომელმაც ხალილის ვიდეოს გადაღება სთხოვა — ახლა ალჯინი ხვდება, რომ ეს ფაქტობრივად კასტინგი იყო.

შემდეგ, 2022 წლის დეკემბერში, კანადიდან ჩამოვიდა მამაკაცი, რომელმაც თავი “ერეზად“ გააცნო. ალჯინის თქმით, მან წინასწარ გადაუხადა გადაღების საფასური და დაჰპირდა, რომ თუ ვიდეო ბევრ თანხას მოიზიდავდა, თვეში დამატებით $1,500 გადაუხდიდა.

ერეზი ხალილის ვიდეოს ადგილობრივ საავადმყოფოში იღებდა და უმეტესად, ერთი და იგივე კადრის მრავალჯერ გადაღებას ითხოვდა. ალჯინის თქმით, გადაღება 12 საათს გაგრძელდა. თვეების შემდეგ ოჯახს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ინფორმაცია, რამდენად წარმატებული იყო ვიდეო. ალჯინმა ერეზს მისწერა თუმცა მან უპასუხა, რომ კამპანია “წარუმატებელი“ გამოდგა. რეალურად კი ხალილის კადრების გავრცელებს შემდეგ თითქმის $27,000 შეგროვდა.

“არ ვიცოდი რომ ასეთი თანხა შეგროვდა, ვერ ვიშორებ აზრს, რომ შესაძლოა ხალილი დღეს ცოცხალი ყოფილიყო, ვერ ვხვდები, როგორ შეძლეს ამის გაკეთება“ - აცხადებს გულმოკლული დედა.

როდესაც როიე ინსიერტოს ჰკითხეს გადაღებებში მისი როლის შესახებ, მან განაცხადა, რომ ოჯახების მოძიებისთვის არანაირი ანაზღაურება არ მიუღია და „წარმოდგენა არ აქვს თუ რა ბედია ეწია შემოწირულებებით შეგროვებულ თანხებს“

ჟურნალისტებმა თავდ “ერაზის“ საკონტაქტო ინფორმაციაც მოიძიეს, რომელიც სავარაუდოდ ისრაელსა და კანადაში რეგისტრირებული კომპანია Walls of Hope-ის დირექტორი, ერეზ ჰადარი აღმოჩნდა, თუმცა მან პასუხს თავი აარიდა.

მორიგი შემთხვევა კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ სუკრეში მოხდა,

სერხიო კარემ ჟურნალისტებს უამბო, რომ მის რვა წლის ქალიშვილს, ანას, ავთვისებიანი ტვინის სიმსივნე დაუდგინდა, რის შემდეგაც მას შუამავლის საშუალებით ქალი სახელად იზაბელი დაუკავშირდა, რომელმაც ფინანსური დახმარება შესთავაზა.

სერხიო თქმით, იზაბელი თავად მივიდა ანას სანახავად საავადმყოფოში, მას თან მამაკაცი ახლდა, რომელიც თავს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლად ასაღებდა, მისი გარეგნობის აღწერა ზუსტად ემთხვევა ერეზ ჰადარის გარეგნობას.

შემდეგ ყველაფერი ნაცნობი სცენარით განმეორდა, ანას ფოტო და ვიდეოგადაღება, იზაბელი მუდმივად ითხოვდა ბავშვის ახალ და ახალ სურათებს, როდესაც ანამ იზაბელს უთხრა, რომ მეტი ფოტო აღარ ჰქონდა. მისი პასუხი იყო “ეს ძალიან ცუდია, ანა, ძალიან ცუდი“

წელს იანვარში, ანას ოჯახმა — რომელიც საბედნიეროდ ახლა სრულად ჯანმრთელია — სცადა გაერკვია, რა ბედი ეწია დაპირებულ თანხას.

"ეს ფონდი გაქრა" - განაცხადა იზაბელმა ხმოვან შეტყობინებაში.

თუმცა როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს შეგროვილმა თანხამ $250,000 შეადგინა.

ჟურნალისტები დაუკავშირდნენ იზაბელს, როგორ მან განაცხადა ის უბრალოდ შუამავლის როლს ასრულებდა, თუმცა უარი განაცხადა დაესახელებინა ვისთვის მუშაობდა. მისი თქმით, თავად მასაც უთხრეს, რომ კამპანია, რომლის ორგანიზებაშიც მონაწილეობდა, გამოქვეყნდა და წარუმატებელი გამოდგა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მსგავსი თაღლითობა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

კიდევ ერთი შემთხვევა უკრაინაში მოხდა, ამჯერად “საქველმოქმედო კამპანია“ სამედიცინო კლინიკის საშუალებით წარიმართა, რომელსაც რეკლამისა და კომუნიკაციების მენეჯერი ტეტიანა ანგელჰოლმი ხელმძღვანელობდა, თუმცა როგორც სხვა შემთხვევაში იმ €280,000-ზე მეტი შემოწირულებიდან, რაც კამპანიამ მოიტანა, ტვინის კიბოთი დაავადებულ ხუთი წლის ვიქტორიას და მისი დედას, ტეტიანა ხალიავკას არაფერი მიუღია.

BBC-სთან საუბარში კლინიკს წარმომადგენლობამ ყოველგვარი ბრალდება უარყო და განაცხადა რომ “კლინიკას არასდროს მიუღია მონაწილეობა და არ დაუჭერია მხარი რომელიმე ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ფანდრეიზინგის ინიციატივისთვის"/

ყველაზე დიდი საერთაშორისო მასშტაბის მქონე კამპანიები ორგანიზაციასთან Chance Letikva (ინგლისურად — Chance for Hope) იყო დაკავშირებული იყო, რომელიც ისრაელსა და აშშ-ში არის რეგისტრირებული.

ჟურნალისტებმა მოახერხეს იმ ადამიანთან დაკავშირება, რომელიც ადრე Chance Letikva-ს კამპანიებისთვის ბავშვების მოძიებაზე მუშაობდა, ინფორმატორი ანონიმურობის დაცვის პირობით დათანხმდა ესაუბრა იმაზე, თუ როგორ არჩევდნენ გადაღებებში მონაწილე ბავშვებს.

მისი თქმით შერჩევის პროცესი ონკოლოგიურ კლინიკებში მისვლით იწყებოდა.

  • "ისინი ყოველთვის ეძებდნენ ლამაზ ბავშვებს თეთრი კანით. ბავშვი უნდა ყოფილიყო სამიდან ცხრა წლამდე. უნდა შესძლებოდათ კარგად საუბარი. აუცილებელი პირობა იყო რომ მას თავზე თმა არ უნდა ჰქონოდა, მათ ფოტოებს მე მიგზავნიდნენ, რომ ენახათ, შეეფერებოდა თუ არა ბავშვი კრიტერიუმებს, შემდეგ მე სურათებს ერეზს ვუგზავნიდი, რომელიც თავის მხრივ ფოტოებს უკვე ისრაელში აგზავნიდა პირთან, რომლის ვინაობა არასდროს უთქვამს".

ჟურნალისტები დაუკავშირდნენ ჰადარ ერეზის , თავიდან მან განაცხადა რომ ომ ორგანიზაცია "აქტიური არასდროს ყოფილა", თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ორგანიზაციას გულისხმობდა, შემდეგ კი ხმოვან შეტყობინებასა და წერილზე საერთოდ აღარ უპასუხია.

Chance Letikva-ს მიერ შექმნილი კამპანიები ორი გარდაცვლილი ბავშვისთვის, ხალილისთვის და მექსიკელი ბიჭის სახელად ჰექტორისთვის, დღემდე აგრძელებს თანხების მიღებას.

წყარო