ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება. ეს ცრუ ინფორმაციაა - ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გამოცხადებულია ტენდერი. ძალიან მალე, ტრამვაიზე, იანვრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს პროექტის განხორციელებას. ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება. ეს ცრუ ინფორმაციაა. ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში“,- აღნიშნა კალაძემ.