თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, რომელსაც ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე გულის სიღრმეში საგულდაგულოდ ჩაიფიქრებს. ოცნებები განსხვავდება, თუმცა თითქმის ყველასთვის, პირველი და ყველაზე გულწრფელი სურვილი ერთსა და იმავეს უკავშირდება - ჩვენს საყვარელ ადამიანებს, მათ ჯანმრთელობასა და ერთად გატარებულ დროს.
სწორედ ამ ემოციის გარშემო გააერთიანა სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტსმა” სამი თაობა, კირა ანდრონიკაშვილი ოჯახთან ერთად, გზავნილით “ერთად ყოფნა მთავარი დღესასწაულია.”
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F1490169395401652%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
არ აქვს მნიშვნელობა, ახალი წელი მოდის თუ სხვა დღესასწაული - ნამდვილ განწყობას ის წუთები ქმნის, როცა ერთად ვართ და ვიცით, რომ ყველა, ვინც გვიყვარს, ჩვენს გვერდით, ჯანმრთელი და დაცულია.
„დღესდღეობით ათიათასობით ოჯახი დაზღვეულია ბენეფიტსის მიერ, და ეს არა მხოლოდ მომსახურების მოცულობას, არამედ ჩვენს პასუხისმგებლობასაც განსაზღვრავს. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს. სწორედ ამიტომ ავაგეთ კამპანიის მთავარი სათქმელი ერთად ყოფნის ფასეულობაზე, ზრუნვასა და იმ სიმშვიდეზე, რომელიც ყველას სჭირდება“ - თამუნა მილორავა, სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

კამპანიის ვიდეორგოლზე სააგენტომ “Velvet Studio” იმუშავა და შემოგვთავაზა გულწრფელი, ემოციურად დატვირთული და ვიზუალურად თბილი ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სასწაულს ადამიანები თავად ვქმნით.

კრედიტები:
სააგენტო - Velvet Studio
ოპერატორი - ვიგენ ბიბა ვართანოვ
ოპერატორის პირველი ასისტენტი - გიორგი მედულაშვილი
ოპერატორის მეორე ასისტენტი - ხატია ხალვაში
სეტ დიზაინი - D.tale - სოფო ჯაფარიძე, ნინიკო ვასაძე, რუსო აბზიანიძე
სტილი - ქეთევან ხერხეულიძე (MUZARADI)
მსახიობები - კირა ანდროკინაშვილი, ნინა კალანდაძე, აპოლონ კუბლაშვილი,
გივიკო ხახიძე, კირა ყანჩაველი, კირა ჭინჭარაული
გაფერი - მიხეილ საგანელიძე
გამნათებლები - დავით სამხარაძე, ბექა დვალიშვილი, დავით საღრიშვილი, ილია
ანსიანი
მაკიაჟი - ნინო ბედელაძე
მუსიკის ავტორი - ნინი ნუცუბიძე
მონტაჟი - ელენე მგელაძე
ფოტოგრაფი - ლაშა ღუღუნიშვილი
R