Webster University Tbilisi, რომელიც გლობალური ამერიკული უნივერსიტეტის პირველი ოფიციალური კამპუსია რეგიონში, სტუდენტებს არა მხოლოდ მაღალი დონის სასწავლო პროგრამებს, არამედ გამორჩეულ სტუდენტურ ცხოვრებასაც სთავაზობს. უნივერსიტეტი მაქსიმალურად უჭერს მხარს თითოეული სტუდენტის ინიციატივას, მათ სთავაზობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, როგორც პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის, ასევე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციისთვის. ვებსტერის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში სტუდენტები იღებენ გლობალურ გამოცდილებას, რომელიც სწავლის პროცესში საერთაშორისო დონეზე დაგროვებული ცოდნის გაზიარებას, ინტერკულტურულ გარემოსა და მსოფლიო მასშტაბით სწავლის შესაძლებლობებს აერთიანებს.
ვებსტერის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. მათ შეუძლიათ უნივერსიტეტის მსოფლიოს მასშტაბით არსებული კამპუსებიდან ნებისმიერში ისწავლონ აკადემიური სემესტრის ან წლის განმავლობაში. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა როგორც განგრძობადად, ასევე სხვადასხვა სემესტრების განმავლობაშია შესაძლებელი. რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას სურვილისამებრ გაანაწილონ დრო და არჩევანი. მაგალითად, მათ შეუძლიათ 1 სემესტრი მეორე კურსზე ისწავლონ ვენის კამპუსში და მეორე სემესტრი მესამე კურსზე ისწავლონ სენტ ლუისში, ან მთლიანი 1 აკადემიური წელი გაატარონ სასურველ კამპუსში. ეს შესაძლებლობა ნებისმიერი სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია და რაც მთავარია, საზღვარგარეთ სწავლის დროს მათ შეუნარჩუნდებათ საქართველოს კამპუსში სწავლის ღირებულება, რაც სხვა კამპუსებთან შედარებით 2-3-ჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია სენტ-ლუისისა და ლაიდენის კამპუსების მიერ შეთავაზებული დროებითი დასაქმების შესაძლებლობა (OPT) იმ სტუდენტებისათვის, რომელიც ბოლო სასწავლო წელს გაატარებენ აღნიშნულ კამპუსებში. აღნიშნული პროგრამა, სწავლის დასრულების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნულ სტუდენტებს ქვეყანაში ლეგალურად ყოფნისა და მუშაობის საშუალებას აძლევს.
ვებსტერის უნივერსიტეტი ყველა კამპუსის სტუდენტებისათვის, ორ წელიწადში ერთხელ აწყობს გლობალური ლიდერობის სამიტს (Global Leadership Summit), რომელშიც უნივერსიტეტების მიერ შერჩეული წარმატებული სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. მიმდინარე წელს ჟენევაში გამართულ სამიტზე თბილისის კამპუსიდან ელიზავეტა ბაუჟაძემ და ლუკა ოქროპირაშვილმა საკუთარი გამოცდილება, შთაბეჭდილებები და იდეები გაუზიარეს სხვა სტუდენტებს. მონაწილეობას სრულად აფინანსებს უნივერსიტეტი და სტუდენტებს სთავაზობს ასევე განგრძობად მენტორობის პროგრამასა და აქტივობებს სამიტის ორგანიზებამდე და მას შემდეგ.
ვებსტერის უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტთა ინიციატივას სხვადასხვა კლუბებისა და აქტივობების ორგანიზების მიმართულებით. ამჟამად, უნივერსიტეტში სტუდენტების ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა კლუბი ფუნქციონირებს. მათ შორისაა: პოდკასტების კლუბი (Agora Thinklab), არტ კლუბი, წიგნის კლუბი(INKSPIRES), სამაგიდო თამაშების და ფეხბურთის კლუბი. სტუდენტები განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართული პოდკასტების კლუბში, სადაც სტუდენტების, ლექტორებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით სხვადასხვა აქტუალურ თემაზე მიმდინარეობს მსჯელობა. წიგნის კლუბში ხშირად ეწყობა სხვადასხვა პროფესიული თუ მხატვრული წიგნების განხილვა, ასევე მწერლებისა თუ სტუდენტებისთვის საინტერესო პროფესიონალების მოწვევა. რაც შეეხება ფეხბურთის კლუბს, ის აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტებს შორის გამართულ ჩემპიონატებში.
აღსანიშნავია, რომ ინტერკულტურული და ინკლუზიური გარემო Webster University Tbilisi-ს ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობაა. აქ სტუდენტები თავს გრძნობენ დაფასებულად, რეალიზებულად და სრულფასოვან გლობალურ მოქალაქედ. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაციით იზრდება და ყალიბდება გლობალურად მოაზროვნე თაობა. სტუდენტებისთვის პერიოდულად იმართება თემატური ექსკურსიები და პიკნიკები, რაც სოციალური კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს. ასევე უნივერსიტეტის თითოეული სასწავლო პროგრამის ფარგლებში იმართება პროფესიული სემინარები, შეხვედრები სხვადასხვა შერჩეულ სპიკერებთან, ვიზიტები საელჩოებში, ორგანიზაციებში და სხვ. ეს ყველაფერი კი არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მომავალი წარმატებისთვის მნიშვნელოვან უნარებს სძენს ახალგაზრდებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს American Education in Tbilisi | Webster University
R